ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2021 11:21
მიღების თარიღი ივლისი 15, 2021
ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ მიიღო №1 დადგენილება - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა. შეიცვალა ადგილობრივი მაუწყებლობის ზონების ნუმერაციაც.
კომისია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახული ცვლილებები უნდა აისახოს კომისიის იმ გადაწყვეტილებებში სადაც ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია ძველი სამაუწყებლო ზონები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასია“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივი“ და შპს „ტელეკომპანია თბილისი“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N716/13 გადაწყვეტილებით ფლობენ სიხშირულ რესურსს, თბილისის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად.
№ |
ციფრული სამაუწყებლო ზონა |
პუნქტი |
ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე ERP [kW] |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის პარამეტრები |
2015 წლის 17 ივნისიდან (ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდგომ ) ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი |
|||||
ჩრდილოეთ განედი (N) |
აღმოსავლეთ გრძედი (E) |
დაკიდების სიმაღლე ±5 (M) |
გასხივების მიმართულება (მიმართული/არამიმართული) (D/ND) |
პოლარიზაცია H/V |
სატელევიზიო არხი |
ცენტრალური სიხშირე (MHz) |
ზოლის სიგანე (MHz) |
||||
1 |
GE0259 |
თბილისი |
3 |
41°41’44.75” |
44°47’6.44” |
260 |
ND |
H |
30 |
546 |
8 |
კომისიის 2021 წლის 15 ივლისის სხდომაზე აღინიშნა, რომ გადაწყვეტილებაში ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული ციფრული სამაუწყებლო ზონები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახულ ცვლილებებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N 716/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
№ |
ადგილობრივი მაუწყებლობის ზონა |
პუნქტი |
ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე ERP [kW] |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის პარამეტრები |
2015 წლის 17 ივნისიდან (ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდგომ ) ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი |
|||||
ჩრდილოეთ
(N) |
აღმოსავლეთ
(E) |
დაკიდების სიმაღლე ±5 (M) |
გასხივების მიმართულება (მიმართული/არამიმართული) (D/ND) |
პოლარიზაცია H/V |
სატელევიზიო არხი |
ცენტრალური სიხშირე (MHz) |
ზოლის სიგანე (MHz) |
||||
1 |
ზონა 1 |
თბილისი |
3 |
41°41’44.75” |
44°47’6.44” |
260 |
ND |
H |
30 |
546 |
8 |
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია კავკასიისთვის“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივისთვის“ და შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ქ. სულიაშვილი) ასევე სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი