საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის № გ-20-7/947 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2021 13:45
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის № გ-20-7/947 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №97; ს.კ. № 204911337) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/3987, 06.09.21) ადიგენის მუნიციპალიტეტში (კურორტი აბასთუმანი), მინიჭებული სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის № გ-20-7/947 გადაწყვეტილებით სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2437 უფლება და მიენიჭა სიხშირეები 157.875 მჰც და 162.875 მჰც ადიგენის მუნიციპალიტეტში (კურორტი აბასთუმანი), ერთი წლის ვადით - 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 24 დეკემბრამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის“ 157.875 მჰც და 162.875 მჰც სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში (სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა № 21-10-1707, 20.09.21).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის № გ-20-7/947 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2437 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 157.875 მჰც და 162.875 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ადიგენის (კურორტი აბასთუმანი), ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, 422.625 მჰც და 427.625 მჰც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (სათაფლია, პრომეთეს მღვიმეები) და 422.625 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 24 დეკემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) მიენიჭოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მიენიჭოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
