წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-20-21/969 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-21-19 / 653

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2021 15:21

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2021

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-20-21/969 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

I. საქმის აღწერა

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2021 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ცვლილების განხორციელების საჭიროების შესახებ.

2. საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით, 2021 წლის ბიუჯეტში უნდა გაიზარდოს რეგულირების საფასურის შემოსავლების გეგმა 671,430 ლარით, ხოლო რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსის შემოსავალის გეგმა 38,200 ლარით. აღნიშნული მატება გამოწვეულია, ერთი მხრივ, ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების შემოსავლების ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, ავტორიზებული პირების მიერ ნუმერაციის რესურსის მოხმარების მატებით. ასევე ცვლილება არის განსახორციელებელი საპროცენტო შემოსავლების მუხლში, რომელიც გეგმასთან შედარებით გასაზრდელია 30,209 ლარით.

3. 2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო ხარჯების შესაბამისად ცვლილება განიცადა ხარჯვითმა კატეგორიებმაც, რაც ძირითადად შეეხო კაპიტალურ დანახარჯებს, შრომის ანაზღაურების ხარჯებს, მივლინების ხარჯებს, მომსახურეობის  ხარჯებს, საზოგადოებასთან         ურთიერთობის  ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს,   მედიაწიგნიერების ხარჯებს   და სხვა ხარჯებს. ასევე ცვლილება განიცადა ააიპ მედიაკადემიის ბიუჯეტმაც და მისი ხარჯები შემცირდა 448,872 ლარით.

II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები. როგორც აღინიშნა, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის, ნათია დევდარიანის ინფორმაციით 2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით არსებობს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში (№გ-20-21/969, 31.12.2021) ცვლილების შეტანის საჭიროება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ (№გ-20-21/969, 31.12.2021) გადაწყვეტილებაში და მისი პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

N

დასახელება

ბიუჯეტი

სულ შემოსავლები და რეზერვი

12,858,000

1

შემოსავალი რეგულირების საფასურიდან

9,138,360

 

2

შემოსავალი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან

 

3,171,491

3

საპროცენტო შემოსავალი

364,990

4

სხვა შემოსავლები

58,100

5

სარეზერვო ფონდი

125,059

სულ ხარჯები

12,858,000

1

კაპიტალური დანახარჯები

858,921

2

შრომის ანაზღაურების ხარჯები

7,295,228

3

მივლინების ხარჯები

43,444

4

მომსახურების ხარჯები

909,449

 

 

5

ელექტრონული მომსახურების ხარჯები

236,844

6

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარჯები

237,265

7

კომუნიკაციის ხარჯები

34,840

8

კომუნალური ხარჯები

87,201

9

საკანცელარიო ხარჯები

5,755

10

დაცვის ხარჯები

146,160

11

საწვავის ხარჯი

61,902

12

საწევრო ხარჯები

38,713

13

რემონტისა და შენახვის ხარჯები

215,392

14

სხვა ხარჯები

20,150

15

წარმომადგენლობითი ხარჯები

26,209

16

საზოგადოებრივი დამცველი

258,189

17

მედიაწიგნიერება

2,382,338

17.1

მედიაწიგნიერების ხარჯები

367,177

17.2

ააიპ მედიააკადემიის ხარჯები

2,015,161


2. დამტკიცდეს ააიპ მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

N

დასახელება

ბიუჯეტი

სულ

2,015,161

1

კაპიტალური დანახარჯები

18,211

2

შრომის ანაზღაურება

771,819

3

ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები

1,225,131


3.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე)

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

 

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები