საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს № გ-19-13/463 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2021 17:44
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს № გ-19-13/463 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. № 5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/5060, 17.11.21) და მოითხოვა კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს № გ-19-13/463 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების სარგებლობის უფლების გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს № გ-19-13/463 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ მინიჭებული აქვს რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლება № F2134, 20 მიმართულებაზე დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 5 წლის ვადით 2019 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F2134 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს № გ-19-13/463 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) ასევე სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა, ხოლო აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი) ინფორმაციის შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
