საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2021 17:54
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. № 5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/5060, 17.11.21) და მოითხოვა კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების ნაწილზე (32 რადიოსარელეო მიმართულებაზე) სარგებლობის უფლების გაუქმება და მომდევნო სამი წლის (2022, 2023 და 2024) გრაფიკით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ მინიჭებული აქვს რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება № F2379, 42 სარელეო მიმართულებაზე დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურიდან - 10,558.71 (ათი ათას ხუთასორმოცდათვრამეტი ლარი და 71 თეთრი) ლარიდან, რომელიც გაანგარიშებულია კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადახდილი აქვს პირველი (1,286.94 ლარი) და მეორე (3,708.72 ლარი) კალენდარული წლის საფასური, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასური გადასახდელი აქვს შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
მესამე კალენდარული წლის საფასური 1,854.35 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 1,854.35 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 1,854.35 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ითხოვს მესამე, მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასურის გადაანგარიშებას, ვინაიდან უარს აცხადებს 32 რადიოსარელეო მიმართულებისთვის მინიჭებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი უფლებამოსილია, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადოს რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების, მათ შორის, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის ან/და გაუქმების შემთხვევაში, რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება.
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/5060, 17.11.21) ინფორმაციის შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამასახურებრივი ბარათი № 21-10-2181, 06.12.21) გადაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით მესამე, მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასურის ოდენობა.
გადაანგარიშების შედეგად შპს „მაგთიკომის“ მიერ ხუთი წლის განმავლობაში გადასახდელი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს - 6,456.42 (ექვსი ათას ოთხას ორმოცდათექვსმეტი ლარი და 42 თეთრი) ლარს, ნაცვლად კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 10,558.71 (ათი ათას ხუთასორმოცდათვრამეტი ლარი და 71 თეთრი) ლარისა; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 486.92 ლარს, ნაცვლად კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1,854.35 ლარისა; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 486.92 ლარს, ნაცვლად კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1,854.35 ლარისა; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 486.92 ლარს, ნაცვლად კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1,854.35 ლარისა.
2021 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შესაძლებელია დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, კერძოდ განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებაში, გაუქმდეს 32 რადიოსარელეო მიმართულებისთვის მინიჭებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება და გადაანგარიშდეს მესამე, მეოთხე და მეხუთე კალენდარული წლის საფასურის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განესაზღვროს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 6,456.42 (ექვსი ათას ოთხასორმოცდათექვსმეტი ლარი და 42 თეთრი) ლარის ოდენობით;“
3. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს № გ-20-13/657 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 6,456.42 (ექვსი ათას ოთხასორმოცდათექვსმეტი ლარი და 42 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050; ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02; მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული პირებისთვის.
მესამე კალენდარული წლის საფასური 486.92 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 486.92 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 486.92 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე.“
3. დაევალოს:
ა) კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი) რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
ბ) კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი