საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2021 18:02
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. № 5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/5060, 17.11.21) და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების ნაწილზე (844 რადიოსარელეო მიმართულებაზე) სარგებლობის უფლების გაუქმება და მომდევნო წლის (2022) გრაფიკით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7, 2020 წლის 16 იანვრის № გ-20-19/17 და 2020 წლის 31 დეკემბრის №გ-20-19/952 გადაწყვეტილებებით შპს „მაგთიკომს“ მინიჭებული აქვს რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლება 1280 მიმართულებაზე დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 5 წლის ვადით 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კომისიის ამავე გადაწყვეტილებებით შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურიდან - 819,432.26 (რვაასცხრამეტი ათას ოთხასოცდათორმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარიდან, რომელიც გაანგარიშებულია კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადახდილი აქვს პირველი (183,658.13 ლარი), მეორე (268,140.87 ლარი) და მესამე (129,298.56 ლარი), მეოთხე (119,167.35 ლარი) კალენდარული წლის საფასური, ხოლო მეხუთე კალენდარული წლის საფასური (119,167.35 ლარი) გადასახდელი აქვს შემდეგი გრაფიკის შესაბამისად 2022 წლის 20 იანვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ითხოვს მეხუთე კალენდარული წლის საფასურის გადაანგარიშებას, ვინაიდან უარს აცხადებს 844 რადიოსარელეო მიმართულებისთვის მინიჭებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი უფლებამოსილია, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადოს რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების, მათ შორის,
რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის ან/და გაუქმების შემთხვევაში, რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება.
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/5060, 17.11.21) ინფორმაციის შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამსახურებრივი ბარათი N 21-10-2181; 06.12.21) გადაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით მეხუთე კალენდარული წლის საფასურის ოდენობა.
გადაანგარიშების შედეგად შპს „მაგთიკომის“ მიერ ხუთი წლის განმავლობაში გადასახდელი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს - 756,926.88 (შვიდასორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასოცდაექვსი ლარი და 88 თეთრი) ლარს, ნაცვლად 819,432.26 (რვაასცხრამეტი ათას ოთხასოცდათორმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარისა; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 56,661.97 ლარს, ნაცვლად 119,167.35 ლარისა.
2021 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შესაძლებელია დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, კერძოდ განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში, გაუქმდეს 844 რადიოსარელეო მიმართულებისთვის მინიჭებული სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება და გადაანგარიშდეს მეხუთე კალენდარული წლის საფასურის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის
№ 258/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განესაზღვროს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური -
756,926.88 (შვიდასორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასოცდაექვსი ლარი და 88 თეთრი) ლარის ოდენობით;“
3. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის
№ 258/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის
- 756,926.88 (შვიდასორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასოცდაექვსი ლარი და 88 თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი; მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული პირებისთვის.
პირველი კალენდარული წლის საფასური 183,658.13 ლარი - 2018 წლის პირველ მაისამდე;
მეორე კალენდარული წლის საფასური 268,140.87 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 129,298.56 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 119,167.35 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე;
მეხუთე კალენდარული წლის საფასური 56,661.88 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე.“
4. დაევალოს:
ა) კომისიის აპარატის ადმინისტრაციის (ნ. დევდარიანი) რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
ბ) კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
7. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი