წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-21-19 / 721

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2022 17:20

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2021

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) 2021 წლის 9 დეკემბრის N გ-21-23/640 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული  დასაბუთებული  გადაწყვეტილებით  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.

საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ, ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების კომპანიებთან ანგარიშსწორებისას წარმოშობილი დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. ამავე დროს, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს  უცხოური  კომპანიებისგან  ავტორიზებული  პირების  მიერ  მიღებულ მაღალ  შემოსავლებს,  ხოლო  მეორე  მხრივ,  უზრუნველყოფს  საერთაშორისო  ზარების მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს.

საერთაშორისო ზარების ტერმინაცია, მიღებული შემოსავლები და გადახდილი აქციზი

3.00

 

2.50

 

2.00

2.30

2.10

2.46

2.31             2.37             2.43


2.68             2.59

 

1.59

 

2.26

 

2.14

 

1.50

 

1.00

 

1.23            1.16


1.39              1.42             1.27            1.26


1.35


 

1.18            1.13

0.50              0.22

 

0.20

 

0.25

0.23

 

0.2

6

0.2

6             0.3

0             0.28

0.25

0.23

 

-

იანვარი

 

 

თებერვალი

 

 

 

მარტი

 

 

აპრილი

 

 

 

მაისი

 

 

 

ივნისი

 

 

ივლისი

 

 

აგვისტო

 

 

სექტემბერი

 

 

ოქტომბერი

2021

2021

 

2021

2021

 

2021

 

2021

2021

2021

2021

2021


ტრაფიკი (მლნ. წუთი) შემოსავალი (მლნ. ლარი) აქციზი (მლნ. ლარი)

აღსანიშნავია,  რომ საერთაშორისო  ზარების  ტერმინაციის  დროებითი  რეგულაცია, გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე აქციზის გადასახადის გადამხდელია ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას. შესაბამისად, აქციზის გადასახადის ბიუჯეტში შეტანაზე პასუხისმგებელია ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი.

კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეკომენდაციის თანახმად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დაინერგა საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და ტესტირების სისტემა. ამავე გადაწყვეტილებაში მიცემული         რეკომენდაციის      თანახმად,      ავტორიზებულ      პირებს      პირდაპირი ურთიერთჩართვები  ორგანიზებული    აქვთ    ისეთ    საერთაშორისო    კომპანიებთან, როგორებიცაა:  "Tata  Communications",  „Telia“,  PJSC  „VimpelCom“,  „Telecom  Armenia“, „Azintelecom“,  „Ukrtelecom“,  „Deutsche  Telecom“,  „Verizon“,  „Turk  telecom“,  „Rostelecom“, „iBasis“, „MTT“, „Orange“, „OTEGLOBE“, სხვა. ამასთან ერთად, ავტორიზებული პირების მიერ საანგარიშო პერიოდში კომისიაში წარმოდგენილი საერთაშორისო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია („CDR“) მოიცავს ყველა იმ მონაცემებს, რაც კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით აქვთ კომპანიებს დაკისრებული.

მნიშვნელოვანია, რომ საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა გააგრძელონ დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის შეტყობინება,

მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა და ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში კვლავ გრძელდება შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის შემცირების ტენდენცია, რაც გამოწვეულია ხმოვანი საერთაშორისო ტრაფიკის მომსახურების ტრადიციული ტექნოლოგიების ჩანაცვლებით ისეთი ალტერნატიული მომსახურებებით, როგორიცაა „Messenger”, „Viber“, „WhatsApp“ და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაცია უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის თანაბარ კონკურენტულ პირობებში ყოფნას, რაც განსაზღვრავს ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.

ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისიას   მიზანშეწონილად   მიაჩნია ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის პირობების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილებები და გადაწყვეტილების მე-2 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, არაუგვიანეს 2022 წლის 10 იანვრისა გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის:

ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;

ბ) ანგარიშსწორების პირობები“.

„8. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“

2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი. უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების          კომისიისათვის    ყოველდღიურად    შეტყობინება,    მათ    შორის, განხორციელებული სატესტო ზარების რაოდენობის შესახებ, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი       ნომრების    ერთიანი    ბაზის    შექმნა,    ტესტირების    შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ნათია კუკულაძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

კახი ბექაური თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები