შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 15 აპრილის №გ-21-1/233 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-21-2 / 277

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2021 16:26

მიღების თარიღი მაისი 20, 2021

შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 15 აპრილის №გ-21-1/233 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელმა“ (ს/ნ 400301106) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/2080, 14/05/2021 და №№შ-21-7/2147, შ-21-6/2158 17/05/2021) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5113, 15/04/2021) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ,  შპს  “საქართველოს  ცენტრალური  ტელევიზია  -  სცტვ  და რადიო სოფელს“ სურს გავრცელდეს შპს„ტელეკომპანია  ეგრისის“  სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა  მულტიპლექსპლატფორმით  გავრცელებისას  იქნება  უფასო. კომპანიის  მიერ წარმოდეგნილია   შპს   „ტელეკომპანია   ეგრისის“   წერილი   შპს“   საქართველოს  ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიოსოფელი“ კომისიის 2021 წლის 15 აპრილის №გ-21-1/233 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5113, 15/04/2021), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ავტორიზაციის გავლიდან 30 კალენდარული დღე.

კომისის აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5113, 15/04/2021) მოდიფიცირება, კერძოდ მაუწყებლობის    გავრცელების    ტექნოლოგიას  უნდა  დაემატოს  ციფრული  მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსი) და მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 12 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ (ს/ნ 400301106) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5113, 15/04/2021), შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 15 აპრილის №გ-21-1/233  გადაწყვეტილებაში და:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტს დაემატოს ვ.გ) ქვეპუნქტი:

„ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსი);“

ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს ზ.გ) ქვეპუნქტი:

„ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);“

ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ინტერენეტით და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით ავტორიზაციის გავლიდან 30 კალენდარული დღე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2021 წლის 31 მაისამდე;“

2. შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების     დამადასტურებელი     დოკუმენტაცია;     უზრუნველყოს     ავტორიზაციით

განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს“ საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                      წევრი

ეკატერინე იმედაძე                 წევრი

ნათია კუკულაძე                    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები