წვდომის მენიუ

„ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: გ-21-2 / 397

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2021 10:17

მიღების თარიღი ივლისი 08, 2021

 „ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  კომისია)  აღნიშნავს  რომ  2021 წლის 11 მარტს კომისიამ მიიღო №1 დადგენილება - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა. შეიცვალა ადგილობრივი მაუწყებლობის ზონების ნუმერაციაც.

კომისია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახული ცვლილებები უნდა აისახოს კომისიის იმ გადაწყვეტილებებში, სადაც ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია ძველი სამაუწყებლო ზონები.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“  (ს/კ 437065916) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 20 იანვრიდან 2027 წლის 20 იანვრის ჩათვლით; ბ) გეოგრაფიული ზონა: გურიის რეგიონი;

გ) ტექნიკური პირობები:

გ.ა) სტანდარტები და ტექნოლოგიები:

გ.ა.ა)  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელის/ქსელების  აგება  უნდა  განხორციელდეს  DVB-T  (EN 300 744) ან DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტით და მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (H.264 - ISO/IEC 14496) ან MPEG 2 (H.222/H.262 – ISO/IEC 13818) ტექნოლოგიით; ქსელში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ 24 მგბ/წმ- სა;

გ.ა.ბ) MPEG-4 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში     უნდა     იქნას    უზრუნველყოფილი     სტანდარტული  გარჩევადობის  (SD)    ფორმატის მონაცემთა მიწოდება  2.15 მგბ/წმ  (ვიდეო  გამოსახულების  -  მინიმუმ  1.7  მგბ/წმ)  სიჩქარით  და  მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით. MPEG-2     ტექნოლოგიის     გამოყენების     შემთხვევაში     უნდა     იქნას     უზრუნველყოფილი სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 3 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 2.4 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების  საშუალო  სიჩქარე  ერთი  კვირის  განმავლობაში  და მოიცავს ვიდეო,  აუდიო  და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);

გ.ბ) ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA):

გ.ბ.ა) მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, „შეცდომა“ განისაზღვრება ETSI TR 101 290 სტანდარტის შესაბამისად. ლიცენზიის ფარგლებში ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ უნდა იყოს - 98.5%;

გ.ბ.ბ) “არახელმისაწვდომობა” განსაზღვრული უნდა იყოს, როგორც ქსელის ოპერატორის მიერ პრობლემის აღმოჩენიდან მის აღმოფხვრამდე საჭირო დროის ხანგრძლივობა; „შეცდომები“, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წამს უნდა იყოს იგნორირებული; ხელმისაწვდომობის დრო ითვლება დამოუკიდებლად, ცალკეული არხისა და ცალკეული ძირითადი გადამცემი სადგურის მონაცემების მიხედვით;

გ.ბ.გ) ხელმისაწვდომობის გაანგარიშების ფორმულა შემდეგი სახისაა:

K = 100 x (1-X/8760)

სადაც;

K - წარმოადგენს რეალურ ხელმისაწვდომობას გამოხატულს %-ებში;

X- წარმოადგენს არახელმისაწვდომობის დროს (საათები წელიწადში);

8760- წარმოადგენს სულ საათების რაოდენობას წელიწადში. გ.გ) სათაო და გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრები:

გ.გ.ა) სათაო სადგურს (Head-end) და გადამცემს უნდა გააჩნდეს CE ნიშანდება, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

სათაო სადგური თავსებადი უნდა იყოს 220ვ ±10 %, 50ჰც ცვლადი დენის ადგილობრივი ქსელის ფაზა- ნეიტრალური ტიპის კვებასთან და უნდა იძლეოდეს ტექნიკური პარამეტრების შემდეგი მინიმალური კომბინაციების განხორციელების შესაძლებლობას:

პროგრამის  ინკოდირება,  შემჭიდროვება  და  ნაკადების  მულტიპლექსირება:  მინიმუმ  2  HD  და  2  SD პროგრამა, 1 HD და 3 SD პროგრამა, ან 4 SD პროგრამა;

ინკოდირების ფორმატი და შემჭიდროვების აუცილებელი პარამეტრები:

MPEG-2 HD/SD აუცილებელი, MPEG-4 AVC/H.264 HD/SD უმჯობესია გააჩნდეს ოპცია; შესასვლელი სიგნალების ფორმატი: 4 x HD/SD SDI;

აუცილებელია გააჩნდეს თითო პროგრამისათვის მინიმუმ 4 სტერეო აუდიო იმბედირებული ბილიკის შეთავსების შესაძლებლობა.

გ.გ.ბ)  გადამცემი სადგური: სამუშაო დიაპაზონი VHF (174-230 მჰც); სიხშირული ზოლის სიგანე - 8მჰც;

გადამცემი უნდა იყოს აღჭურვილი ზოლოვანი გამოსასვლელი ფილტრით და უნდა უზრუნველყოფდეს ზოლს გარეშე გასხივების ფარდობას სამუშაო ზოლში გასხივებასთან არანაკლებ 50დბ / ± 2მჰც დაშორებით სამუშაო ზოლის კიდეებისაგან.

ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელის  უზრუნველსაყოფად  გადამცემი  სადგურის  განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

 

 

 

ციფრული სამაუწყებლო ზონა

 

 

 

პუნქტი

 

ეფექტურად გასხივებული

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

 

 

 

ანტენის პარამეტრები

 

ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი

 

 

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ განედი

(N)

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

GE0252

 

ოზურგეთი

 

0.5

 

41°54'49.4"

 

41°59'34.7"

 

50

 

ND

 

H

 

08

 

194

 

8

 

შენიშვნა:  გადამცემი  სადგურის  განთავსება  შესაძლებელია  მითითებული  კოორდინატის  მიმართ  100მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ);

გ.დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყველა დამატებითი საიტის (ჩრდილოვანი ზონების დასაფარად განკუთვნილი საიტების) დაგეგმარებისას მიმართოს კომისიას, რომელიც განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა (თავისუფალი სიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში) და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას;

გ.ე) ლიცენზიის სადისტრიბუციო ქსელის ფარგლებში რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ოპტიკურ- ბოჭკოვანი და/ან რადიოსარელეო კავშირი (გასათვალისწინებელია, რომ დაბალსიხშირულ (10 გჰც-ს ქვემოთ) დიაპაზონებში რადიოსარელეო კავშირისათვის სიხშირული რესურსი შეზღუდულია). თანამგზავრული კავშირი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეზერვო სადისტრიბუციო ქსელის ასაგებად;

გ.ვ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან  ურთიერთგაცვალონ ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია (მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია) და განათავსონ თავის მულტიპლექსპლატფორმაში. თითოეულ მულტიპლექსპლატფორმაში ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI)  გამოყოფილი უნდა იქნეს  მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ  გამტარუნარიანობა.

გ.ზ) ლიცენზის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული  ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  http://www.economy.ge/uploads/departamentebi/kavshirgabmuloba/ministry_digital_broadcasting_s witchover_action_plan_and_reccomendations_2014_1.pdf

გ.თ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ირჩევენ საქართველოში ციფრული მიწისზედა  მაუწყებლობის ფარგლებში  გამოსაყენებელ პირობითი დაშვების სისტემას(ებს).  სიმულკრიპტი  გამოყენებულ უნდა იქნას რამოდენიმე პირობითი დაშვების სისტემის ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობისათვის. პირობითი დაშვების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს  „ჩიპთა“ ერთობლიობის დაწყვილება (chipset pairing);

გ.ი) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები უნდა შეთანხმდნენ პირობითი დაშვების სისტემის ბარათების ერთ სახეობაზე, რომელიც იქნება ერთიანი/უნივერსალური ყველა მიმღებისათვის. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელებით გავრცელებული ყველა მომსახურების მიღება უნდა იყოს შესაძლებელი ერთი ბარათის მეშვეობით (პირობითი დაშვების სისტემის ბარათით);

გ.კ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შესაბამისი „სეთ-თოფ-ბოქსების“ იმპორტის და/ან მომხმარებლისათვის მიწოდების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული მოწყობილობების შემოტანა (მომხმარებლებისათვის მიწოდება), რომელიც შეესაბამება

„ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ დოკუმენტს „სეთ-თოფ-ბოქსების“ სპეციფიკაციების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  http://gncc.ge/uploads/other/1/1121.pdf

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 27 მაისის კომისიის №გ-21-23/295 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა

2021 წლის პირველი ივლისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ ივლისს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ წარმომადგენელი. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2021 წლის 8 ივლისი.

კომისიის 2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე აღინიშნა, რომ ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებში მითითებული ციფრული სამაუწყებლო ზონა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახულ ცვლილებებთან. სხდომას ესწრებოდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორი ავთანდილ გველებიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და მე-IX თავების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX G ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ.გ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ.ბ)  გადამცემი სადგური:

სამუშაო დიაპაზონი VHF (174-230 მჰც); სიხშირული ზოლის სიგანე - 8მჰც;

გადამცემი უნდა იყოს აღჭურვილი ზოლოვანი გამოსასვლელი ფილტრით და უნდა უზრუნველყოფდეს ზოლს გარეშე გასხივების ფარდობას სამუშაო ზოლში გასხივებასთან არანაკლებ 50დბ / ± 2მჰც დაშორებით სამუშაო ზოლის კიდეებისაგან.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადგილობრივი მაუწყებლობის ზონა

 

 

 

 

 

 

 

 

 

პუნქტი

 

ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე

ERP [kW]

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

 

 

 

ანტენის პარამეტრები

 

ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი

 

ჩრდილოეთ განედი

(N)

 

აღმოსავლეთ გრძედი

(E)

 

 

დაკიდების სიმაღლე ±5 (M)

 

გასხივების მიმართულება (მიმართული/არამიმართული) (D/ND)

 

პოლარიზაცია

H/V

 

სატელევიზიო არხი

 

ცენტრალური სიხშირე

(MHz)

 

ზოლის სიგანე

(MHz)

 

1

ზონა

13

 

ოზურგეთი

 

0.5

 

41°54'49.4"

 

41°59'34.7"

 

50

 

ND

 

H

 

08

 

194

 

8

 

შენიშვნა:  გადამცემი  სადგურის  განთავსება  შესაძლებელია  მითითებული  კოორდინატის  მიმართ  100მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ);“

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ   „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  N64)  ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ.ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები