შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-21-2 / 84

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2021 12:46

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2021

შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა  შპს  „ალტ  ინფომ“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-21-7/548, 05/02/2021; №შ-21-6/607, 09.02.2021; №შ-21-7/717, 16.02.2021) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5104, 26/11/2020) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „ალტ ინფოს“ სურს გავრცელდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსპლატფორმის და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა ორივე მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. კომპანიის მიერ წარმოდეგნილია სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წერილები შპს „ალტ ინფოს“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალტ ინფო“ კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5104, 26/11/2020), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 26 თებერვლამდე;

კომისის აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-2 პუნქტის  ე) ქვეპუნქტის  შესაბამისად  საეთერო  ტელემაუწყებლობის  შემთხვევაში  დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია 2021 წლის 18 თებერვლის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5104, 26/11/2020) მოდიფიცირება, კერძოდ მაუწყებლობის  გავრცელების  ტექნოლოგიას უნდა დაემატოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსი და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსი) და მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 12 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირდეს  შპს  „ალტ  ინფოს“  (ს/ნ  405313389)  მაუწყებლობის  ავტორიზაცია  (BR-5104, 26/11/2020), შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში და:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;“

ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტს დაემატოს ვ.გ) ქვეპუნქტი:

„ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსი და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსი);“

გ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს ზ.გ) ქვეპუნქტი:

„ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);“

დ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ინტერენეტით და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით 2021 წლის 26 თებერვლამდე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2021 წლის პირველ აპრილამდე;“

2. შპს „ალტ ინფო“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალტ ინფოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები