სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2021 14:34
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021
სს„სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 29 იანვარს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/416) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ სატელევიზიო არხების ხელახალი გადაცემის შესახებ ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სს „სილქნეტმა“ მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა სრულად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
სს „სილქნეტის“ მიერ 2021 წლის 29 იანვრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/416) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
სს „სილქნეტსა“ და შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს შორის 2020 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, სრულად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: ხელშეკრულების საგანი, მხარეები, ხელშეკრულების ვადები, გავრცელების ტერიტორია და ტექნოლოგია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ 2021 წლის 29 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/416) უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, ვინაიდან, სს„სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2021 წლის 29 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/416):
ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს შორის 2020 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად სრულად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა.
2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს„სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
