წვდომის მენიუ

შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-21-20 / 567

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 16:28

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2021

შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 10 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4118), რომელიც შემდგომში დაზუსტდა 2021 წლის 4 ოქტომბირს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4425), მიმართა შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-მა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მაუწყებლის ეთერში მართლზომიერად განთავსების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -მა მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულების სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ 2021 წლის 4 ოქტომბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4425) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის 2021 წლის 10 სექტემბრისა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4118) და 4 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4425) წერილები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადების, უფლების ექსკლუზიურობის, გავრცელების ტერიტორიის და ტექნოლოგიისა,  ვინაიდან, შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის 2021 წლის 4 ოქტომბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4425) და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ 2021 წლის 4 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გარდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა.
  2. შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ 2021 წლის 4 ოქტომბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4425) წარმოდგენილი ხელშეკრულებების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის საკითხის შესახებ ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
  3. ამ გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
  4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited აღნიშNული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით წინამდებარე გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს სასამართლოში.
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ისათვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
  7. გადაწყვეტილება       ძალაში       შევიდეს       მისი      სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე. 
  8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;
  9. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2  და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს   შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -ის მიერ, ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited -მა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.
  10. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ). 

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები