სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-20 / 722

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2022 17:24

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021

სს სილქნეტისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  (შემდგომში  „კომისია“) სს „სილქნეტმა“ 2021 წლის 22 დეკემბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/5537), დანართის სახით, წარმოადგინა სს „სილქნეტსა“ და შპს „ეკლეკტიკს“ შორის, 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება „სს „სილქნეტის“ მობილურ ქსელთან საბითუმო დაშვების მომსახურების შესახებ“ და    მიმართა კომისიას თხოვნით, ხელშეკრულება ნაწილობრივ სცნოს კომერციულ საიდუმლოებად.

სს  „სილქნეტმა“  2021  წლის  22  დეკემბრის  წერილით  მოითხოვა  კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი მის მიერ ამავე წერილით (დანართის სახით) წარმოდგენილი ხელშეკრულება ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულება გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების და მოქმედების ვადისა. კომპანია მოთხოვნის მიზეზად განმარტავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმციას, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს მხარეთა შორის არსებული კომერციული შეთანხმების (მოდელის/გეგმის), ასევე ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების შესახებ, რომლის ხელშეკრულებებში ასახვაც განხორციელდა მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად და აღნიშნული პირობების საჯაროდ დატოვება და გამჟღავნება მესამე პირებისთვის, ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, კონკურენტი კომპანიებისთვის ცნობილი გახდება ის კომერციული  და ფინანსური  პირობები,  მათ შორის, მხარეთა პასუხისმგებლობები,  რა პირობების გათვალისწინებითაც წარმოდგენილი ხელშეკრულების მხარეები შევიდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში. გარდა აღნიშნულისა, თავად ხელშეკრულება შეიცავს კონფიდენციალურობის მუხლს, რომლითაც მხარეებს შეზღუდული აქვთ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მესამე პირებისთვის გამჟღავნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტი“ მიიჩნევს, რომ კომპანიის ბიზნეს   ინტერესების   გათვალისწინებით,   განსაკუთრებით   მნიშვნელოვანია,   რომ   არ მოხდეს წარმოდგენილი ხელშეკრულების გასაჯაროება და მესამე პირებისთვის გადაცემა.

შესაბამისად, კომპანია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31-ე მუხლის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი, სს „სილქნეტსა“ და შპს „ეკლექტიკს“ შორის 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეებისა და მოქმედების ვადისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში, არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული ხელშეკრულება და მიიჩნევს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, კერძოდ, სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობას შეიძლება ზიანი მიაყენოს შპს „ეკლეკტიკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოცემული იმ ინფორმაციის გამჟღავნებამ,   რომელიც   შეეხება   სს   „სილქნეტსა“   და   შპს   „ეკლეკტიკს“   შორის   სს „სილქნეტის“ მობილურ ქსელთან საბითუმო დაშვებასთან დაკავშირებული საქმიანობის კომერციულ პირობებს და რომელიც მოცემულია ხელშეკრულების შემდეგ მუხლებსა და დანართებში: მე-4 მუხლი (ტექნიკური გეგმა); მე-5 მუხლის („სილქნეტის“ ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების უზრუნველყოფის ძირითადი პირობები, მომსახურების ხარისხი და მხარეთა ვალდებულებები) 5.1; 5,2 (გარდა 5.2.1 ქვეპუნქტისა);

5.3; 5.5 (გარდა პუნქტის მეორე ნაწილისა, რომელიც მოიცავს IMSI-სთან, მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორთან დაკავშირებულ ჩანაწერს); 5.6; 5,7; 5.9; 5,10; 5.11 და 5.12 პუნქტები; მე-6 მუხლი („კომპანიის“ კომერციული გეგმა და მასთან შესაბამისობა); მე-7 მუხლი (საბანკო გარანტია და „სილქნეტის“ ქსელთან დაშვების ერთჯერადი გადასახადი); მე-8 მუხლი (ანგარიშსწორების პირობები); მე-9 მუხლი („სილქნეტის“ ქსელის გამოყენების პირობები და მონაცემთა დამუშავება); მე-10 მუხლი (ბრენდინგი და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გარდა 10.3 და 10.4 პუნქტებისა; მე-11 მუხლი (ხელშეკრულების მოქმედების ვადა, შეწყვეტის და ცვლილებების შეტანის პირობები)   გარდა 11.1 პუნქტისა; მე-16 მუხლში მოცემული მხარეთა საბანკო რეკვიზიტები; ასევე, 1-ლი დანართის (ტერმინთა განმარტება) 1.6 პუნქტი; მე-2 დანართი („სილქნეტის“ ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები და პირობები); მე-3 დანართი („კომპანიის“ ერთწლიანი კომერციული გეგმა) და მე-4 დანართი (საბანკო გარანტიის ფორმა). შესაბამისად, კომისია თვლის, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით,  შესაძლებელია,  საჯაროდ  გახდეს  ცნობილი  სს  „სილქნეტსა“  და  შპს „ეკლეკტიკს“ შორის თანამშრომლობის სამომავლო, კომერციული ფასეულობის მქონე გეგმებისა და კომერციული სტრატეგიის შესახებ, რაც ხელს შეუშლის კომპანიების კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლის („სილქნეტის“ ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების უზრუნველყოფის ძირითადი პირობები, მომსახურების ხარისხი და მხარეთა ვალდებულებები) 5.2.1 ქვეპუნქტი, 5.4 პუნქტი; 5.5 პუნქტის მეორე ნაწილი (რომელიც მოიცავს IMSI-სთან, მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორთან დაკავშირებულ ჩანაწერს) და 5.8 პუნქტი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს აღნიშნული MVNO დაშვების მოდელის ძირითად და ზოგად პრინციპებზე, რაც იძლევა საშუალებას შეფასდეს მობილური ვირტუალური ოპერატორის  მოდელი:  მაგალითისთვის არის ეს „მსუბუქი“, „საშუალო“ თუ „სრული“.ამგვარი ზოგადი ინფორმაცია არ უნდა წარმოადგენდეს ისეთ მონაცემებს, რომლის  გამჟღავნება გამოიწვევს სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობის შეზღუდვას; ამასთან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების პრეცენდენტი წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის მაღალი აქტუალობის ამოცანას და პროცესს. შესაბამისად, არსებობს დარგის მაღალი ინტერესი ამ დაშვებასთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, ამ ზოგადი, არასპეციფიკური ინფორმაციის ღიაობა, განსაკუთრებით დაშვების მსურველი სხვა კანდიდატებისთვის, MVNO დაშვების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე არსებითად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ხელშეკრულების დანარჩენ ნაწილს (გარდა შემდეგი მუხლებისა: მე-4 მუხლი; მე-5 მუხლის 5.1; 5,2 (გარდა 5.2.1 ქვეპუნქტისა); 5.3; 5.5 (გარდა პუნქტის მეორე ნაწილისა, რომელიც მოიცავს IMSI-სთან, მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორთან დაკავშირებულ ჩანაწერს); 5.6; 5,7; 5.9; 5,10; 5.11 და 5.12 პუნქტები; მე-6 მუხლი; მე-7 მუხლი; მე-8 მუხლი; მე-9 მუხლი; მე-10 მუხლი, გარდა 10.3 და 10.4 პუნქტებისა; მე-11 მუხლი, გარდა 11.1 პუნქტისა; მე-16 მუხლში მოცემული მხარეთა საბანკო რეკვიზიტები; ასევე, 1-ლი დანართის 1.6 პუნქტი; მე-2 დანართი; მე-3 დანართი და მე-4 დანართი) წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რაც არის ზოგადი ხასიათის და არ შეიცავს ისეთ მონაცემებს, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და მისი გამჟღავნება არ გამოიწვევს სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობის შეზღუდვას.

შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი სს „სილქნეტის“ მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს   N შ-21-6/5537 წერილის დანართად წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-4 მუხლში; მე-5 მუხლის 5.1; 5,2 (გარდა 5.2.1 ქვეპუნქტისა); 5.3; 5.5 (გარდა პუნქტის მეორე ნაწილისა, რომელიც მოიცავს IMSI-სთან, მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორთან დაკავშირებულ ჩანაწერს); 5.6; 5,7; 5.9; 5,10; 5.11 და 5.12 პუნქტებში; მე-6 მუხლში; მე-7 მუხლში; მე-8 მუხლში; მე-9 მუხლში; მე-10 მუხლში, გარდა 10.3 და 10.4 პუნქტებისა; მე-11 მუხლში, გარდა 11.1 პუნქტისა; მე-16 მუხლში მოცემული მხარეთა საბანკო რეკვიზიტები; ასევე, 1-ლი დანართის 1.6 პუნქტში; მე-2 დანართში; მე-3 დანართში და მე-4 დანართში ასახული ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად 2021 წლის 22 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის    N   შ-21-6/5537)   დანართად   წარმოდგენილი   სს   „სილქნეტსა“   და   შპს „ეკლეკტიკს“ შორის 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლი; მე-5 მუხლის 5.1; 5.2 (გარდა 5.2.1 ქვეპუნქტისა); 5.3; 5.5 (გარდა პუნქტის მეორე ნაწილისა, რომელიც მოიცავს IMSI-სთან, მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორთან დაკავშირებულ ჩანაწერს); 5.6; 5,7; 5.9; 5,10; 5.11 და 5.12 პუნქტები; მე-6 მუხლი; მე-7 მუხლი; მე-8 მუხლი; მე-9 მუხლი; მე-10 მუხლი, გარდა 10.3 და 10.4 პუნქტებისა; მე-11 მუხლი, გარდა 11.1 პუნქტისა; მე-16 მუხლში მოცემული მხარეთა საბანკო რეკვიზიტები; ასევე, 1-ლი დანართის 1.6 პუნქტი; მე-2 დანართი; მე-3 დანართი და მე-4 დანართი.

2.   სს „სილქნეტის“ 2021 წლის 22 დეკემბრის  N შ-21-6/5537 წერილით წარმოდგენილი სს „სილქნეტსა“   და   შპს   „ეკლეკტიკს“   შორის   2021   წლის   3   დეკემბერს   გაფორმებული ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი (მუხლები/პუნქტები), გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლით განსაზღვრული ნაწილისა, მიჩნეულ იქნას ღიად.

3.   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია   სს „სილქნეტის“   კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს  სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

5. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას,   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“  გაგზავნა  (ნ ჯავახიძე)  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებ  გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.  წინამდებარე  გადაწყვეტილების  მე-2  და  მე-4  პუნქტები  შეიძლება  გასაჩივრდეს სს „სილქნეტის“ მიერ, ქ.თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან

15 დღის ვადაში, რაც სს „სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები