სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2021 1:25
მიღების თარიღი მაისი 27, 2021
სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2020 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ
I აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 27 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.
კომისიამ 2020 წელს ფაქტური ჯამური შემოსავალის სახით მიიღო 11,973,591 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:

კომისიის ფაქტიურმა ხარჯებმა შეადგინა 11,371,143 ლარი:

მედიაწიგნიერების მუხლით გახარჯულია სულ 2,479,053 ლარი, საიდანაც კომისიის მიერ მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიზნებისთვის დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „მედიააკადემია“) მიერ გახარჯულია 1,717,837 ლარი:

II სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია კომისიის და მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის 2020 წლის ბიუჯეტის ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები:

3. დამტკიცდეს მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯები

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
