წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-21 / 724

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2022 11:14

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „აკადემია“) 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2021 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად: კომისიის 2022 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 12,949,485 ლარი, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი არის 9,352,730 ლარი, რადიოსიხშირული    და    ნუმერაციის    რესურსით    სარგებლობის    საფასურის შემოსავალი 3,160,614 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავლები 436,140 ლარი. სარეზერვო ფონდიდან ასათვისებელმა თანხამ შეადგინა 4,025,515 ლარი. შესაბამისად, 2022 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 16,975,000 ლარს.

2022 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2021 წლის ბიუჯეტის თერთმეტი თვის ფაქტიური და კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 16,975,000 ლარით, საიდანაც მედიაწიგნიერების ხარჯები შეადგენს 4,501,781 ლარს, რომელიც მოიცავს აკადემიის მიზნობრივ დაფინანსებას თანხით 3,111,436 ლარი.

II.    სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.    „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

2.    „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  145 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად აისახება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

3.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური,    ამ    კანონით,    „მაუწყებლობის    შესახებ“    და    „საჯარო    სამართლის იურიდიული პირის    შესახებ“    საქართველოს    კანონებით    გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

4.    „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს  ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

5.    „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  141  მუხლის  პირველი  პუნქტის მიხედვით,   კომისია   თავისი   უფლებამოსილების   ფარგლებში   შეიმუშავებს   და ამტკიცებს   მედიაწიგნიერების  განვითარების  ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და    ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების      სხვა   წყაროები,   აგრეთვე   კომისიის   ბიუჯეტიდან   დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.

6.    როგორც აღინიშნა, 2021 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი.   ბიუჯეტის   პროექტი   შემუშავდა   2021  წლის   ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით. კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს კომისიისა და აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტი.

III.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  ეროვნული  „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 145 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 141 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა:

1.    დამტკიცდეს კომისიის 2022 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

 

 

N

 

დასახელება

 

ბიუჯეტი

 

სულ შემოსავლები და რეზერვი

16,975,000

1

შემოსავალი რეგულირების საფასურიდან

9,352,730

 

2

შემოსავალი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან

 

3,160,614

3

საპროცენტო შემოსავალი

436,140

4

სარეზერვო ფონდი

4,025,515

 

სულ ხარჯები

16,975,000

1

კაპიტალური დანახარჯები

87,215

2

შრომის ანაზღაურების ხარჯები

8,123,536

3

მივლინების ხარჯები

212,123

4

მომსახურების ხარჯები

2,228,877

5

ელექტრონული მომსახურების ხარჯები

259,064

6

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარჯები

416,950

7

კომუნიკაციის ხარჯები

34,141

8

კომუნალური ხარჯები

83,654

9

საკანცელარიო ხარჯები

10,350

10

დაცვის ხარჯები

146,226

11

საწვავის ხარჯი

63,916

12

საწევრო ხარჯები

46,193

13

რემონტისა და შენახვის ხარჯები

224,093

14

სხვა ხარჯები

12,303

15

წარმომადგენლობითი ხარჯები

264,000

16

გაუთვალისწინებელი ხარჯები

24,168

17

საზოგადოებრივი დამცველი

236,411

18

მედიაწიგნიერება

4,501,781

18.1

მედიაწიგნიერების ხარჯები

1,390,345

18.2

მედიააკადემია

3,111,436

 

2.   დამტკიცდეს აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

N

დასახელება

ბიუჯეტი

 

სულ ხარჯები

3,111,436

1

კაპიტალური დანახარჯები

133,050

2

შრომის ანაზღაურება

1,472,704

3

ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები

1,505,682


3.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

4.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.   ვოტ)   გადაწყვეტილების   კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.   გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,

№64) კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები