წვდომის მენიუ

შპს "პისი მაქსისთვის" და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისვის“ 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

ნომერი: გ-21-22 / 273

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2021 22:56

მიღების თარიღი მაისი 13, 2021

შპს "პისი მაქსისთვის" და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისვის“ 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების, ასევე ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”)   და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე    მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე  პირებს:     შპს  „დელტაკომს,  შპს“  რკინიგზის ტელეკომს“,  შპს„ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით  დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2021 წლის 12 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „პისი მაქსის“ წერილი Nშ-21-6/1186, რომელშიც კომპანია განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურეობით, შესაბამისად შპს „პისი მაქსის“ საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ერთ, საბითუმო ბიზნეს ერთეულს, აღნიშნულის საფუძველზე კომისიამ Nგ-20-22/603 გადაწყვეტილებით ნება დართო 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო არ შეცვლილა 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო წლისთვის, შპს „პისი მაქსი“ ითხოვს, რომ 2019 წლის ანალოგიურად მიეცეს შესაძლებლობა 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინონ ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით, რაც მოიცავს: მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების გამოყოფას, ასევე აღნიშნული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის გამოყოფას, აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე იქნება განმარტება, რომ შპს „პისი მაქსის“ რეგულირებადი საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურეობით. ამ ინფორმაციის წარმოდგენას შპს “პისი მაქსი“ კომისიაში შეძლებს 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის.

ასევე, 2021 წლის 12 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წერილი შ-21-6/1665, სადაც აღნიშნულია, რომ იმის საფუძველზე, რომ 2019 წელს კომპანიის შემოსავალი რეგულირებადი საქმიანობიდან იყო არამატერიალური (66,102 ლარი), ამასთან მომსახურება მოიცავდა მხოლოდ მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო სეგმენტს,  კომისიამ N გ-20-22/565 გადაწყვეტილებით შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტს“ დართო ნება შესაბამისი ინფორმაციის ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენის.   ვინაიდან 2020 წელს     კომპანიის     შემოსავალი     რეგულირებადი საქმიანობიდან კვლავ რჩება მხოლოდ მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო სეგმენტად, ამასთან შეადგინა 58,466 ლარი, კომპანია კომისიას მიმართავს თხოვნით, მოუხსნას 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება. ამასთან შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“   თანახმაა     კომისიაში     წარმოადგინოს     ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - რაც მოიცავს: მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების გამოყოფას, ასევე აღნიშნული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის გამოყოფას, აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე იქნება განმარტება, რომ „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“-ს რეგულირებადი საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურეობით. ამ ინფორმაციის წარმოდგენას კომპანია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ კომისიაში შეძლებს 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის თანახმად „კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები” კომისიის აპარატის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ 2019 წელს წარმოდგენილი ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებები და მასში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე დასტურდება, რომ როგორც შპს „პისი მაქსი“ ასევე შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ საქმიანობას აწარმოებენ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, კერძოდ მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურეობას აწვდიან ავტორიზებულ პირებს და არ გააჩნიათ საცალო სატელეკომუნიკაციო სეგმენტი.

ამასთან,  კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5  დადგენილებით  დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-5-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად:

1. ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.

2. ბიზნესერთეულების განსაზღვრისას მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელური საქმიანობას) შორის.“

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე იკვეთება, რომ ერთის მხრივ, შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შემთხვევაში 2020 წლის მდგომარეობითაც, აღნიშნულ კომპანიების საქმიანობა მოიცავს მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, ხოლო ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად იმისათვის რომ მოხდეს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად სრულფასოვანი აღრიცხვა, ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას უნდა მოიცავდეს: ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების - შპს „პისი მაქსისთვის“   და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“, ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცვის ვალდებულებების შესრულების 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“-სგან განსხვავებული პირობები და ვადები შემდეგი სახით:

ა) შპს„პისი მაქსისთვის“ 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს  2021 წლის 1 ოქტომბერი

ბ) შპს„ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“  2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს  2021 წლის 1 ოქტომბერი

2.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  მისი  კომისიის  ოფიციალურ     ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი   №64)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.სიჭინავა).

კახი ბექაური                     თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე             წევრი

ვახტანგ აბაშიძე                  წევრი

ნათია კუკულაძე                 წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები