წვდომის მენიუ

შპს „ფრი ტვ“-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-21-22 / 365

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2021 21:31

მიღების თარიღი ივნისი 17, 2021

შპს „ფრი ტვ“-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ფრი ტვ“-იმ (ს/კ 203845857) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/2609, 1 6 .06.2021)  „ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“     საქართველოს    კანონის შესაბამისად ავტორიზაციის განახლების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფრი ტვ”-ს (ს/კ 203845857) კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №გ-20-3/ 683    გადაწყვეტილებით    შეუჩერდა    ავტორიზაცია,    ავტორიზებული    საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

კომისიაში 2021 წლის 16 ივნისს წარდგენილი წერილით კომპანია ითხოვს ავტორიზაციის განახლებას შემდეგ მომსახურებებზე:

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილიდან გაურკვეველია რა ტექნიკური საშუალებებით, ქსელის რა ელემენტებით აპირებს კომპანია აბონენტებს მიაწოდოს ტელემაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება, შესაბამისად საჭიროა კომპანიამ აღნიშნული დააზუსტოს წერილობით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის  სრულყოფილად  წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ფრი ტვ”-ს (ს/კ 203845857) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/2609, 1 6 .06.2021) სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ფრი ტვ“-სთვის ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფრი ტვ“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ფრი ტვ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები