წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-22 / 703

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2022 11:09

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე  და  44-ე მუხლების,    „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების  აქტებისა  და  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების  შედგენის უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი;

ბ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

გ) იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

დ) კონსტანტინე ქორიძე – კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ე) თინათინ ჭაჭუკაშვილი - კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი;

ვ) ნათია დევდარიანი – კომისიის აპარატის საფინანსო–საბიუჯეტო ჯგუფის უფროსი;

ზ) ნოდარ ასპანიძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსი;

თ) ნიკოლოზ კონდოლელი - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

ი)    გიორგი    მაღლაკელიძე    – კომისიის აპარატის სპექტრის  და    ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი;

კ) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

ლ) ლევან დემურაძე – კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი;

მ) რომან ქურდაძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის  ბაზების მართვის წამყვანი სპეციალისტი;

ნ) მიხეილ ჯღამაძე – კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფი უფროსი;

ო) დავით ქუთათელაძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფი ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი;

პ) ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფი ნუმერაციის რესურსის მართვის მთავარი სპეციალისტი;

ჟ) ოთარ ჯანაშია - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის უფროსი ინჟინერი;

რ)    ალექსანდრე    ჩაკვეტაძე  - კომისიის აპარატის  სპექტრის და  ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი;

ს) რომან ესართია - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი;

ტ) გიგა ცისკარიძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი

2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

3. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა    პირებმა    იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;

5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 01 იანვრამდე;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აუდიო– ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების (კ. ქორიძე), სპექტრის და ტექნოლოგიის (ა. ქარუმიძე) დეპარტამენტებს და ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები