წვდომის მენიუ

შპს „სმარტ ტვ“-ისთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-21-22 / 8

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2021 13:03

მიღების თარიღი იანვარი 21, 2021

შპს „სმარტ ტვ“-ისთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „სმარტ  ტვ”-მ  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5593, 11.01.2021) ავტორიზაციის გავლის თაობაზე. განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ რა ტიპის საქმიანობაზე სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას 2021 წლის 18 იანვარს (Nგ-21-03/19) გაეგზავნა წერილი დაზუსტების მოთხოვნით. კომპანიამ 2021 წლის 20 იანვარს წარმოადგინა წერილი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომპანიას სურს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაცია. თუმცა კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები და ავტორიზაციის დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „სმარტ ტვ”-მ (ს/კ438732187) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის  თაობაზე  კომისიაში წარმოდგენილი განცხადების    (კომისიაში  რეგისტრაციის რეგისტრაციის №შ-20-6/5593, 11.01.2021) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სმარტ ტვ”-ისთვის ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტ ტვ”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სმარტ ტვ”-ისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.    კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები