წვდომის მენიუ

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 215

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2021 14:25

მიღების თარიღი აპრილი 08, 2021

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005  წლის 12  დეკემბრის  N13 დადგენილებაში ცვლილების     შეტანის     თაობაზე     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ მიიღო №1 დადგენილება - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების    შეტანის    შესახებ.    აღნიშნული  დადგენილებით    ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა.

ასევე 2021 წლის პირველ აპრილს კომისიამ №გ-21-21/206 გადაწყვეტილებით დაამტკიცა სტრატეგია - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე. აღნიშნული სტრატეგიის თანახმად კერძო საერთო ან სპეციალიზებული, ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ლიცენზიების  მისაღებად კონკურსები გამოცხადდება ცალ-ცალკე, კომისიაში შემოსული განცხადებების, თავისუფალი სიხშირული რესურსის და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით; კონკურსები გამოცხადდება „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 5 დეკემბერის №10 დადგენილებით დამტკიცებული ცალკეული საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონების დაფარვის მიზნით.

კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორ ახალი ასევე მოქმედი   რადიომაუწყებლებიც,   რომლებიც   შესაძლებელია   კონკრეტული   მომსახურების  ზონაში შემავალ  ცალკეულ  ქალაქებში  უკვე  ფლობდნენ  საერთო  ან  სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს და აღნიშნული ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელი უკვე გადახდილი ჰქონდეთ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში..

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

კომისიას მიაჩნია, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან, ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად  ეფექტურად, რაციონალურად და ოპტიმალურად გამოყენებიდან გამომდინარე ასევე იმისათვის, რომ კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეძლოს ნებისმიერმა მსურველმა პირმა, საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული უნდა იყოს უარი თქვას მის მფლობელობაში არსებულ საერთო საეთერო ან იგივე კონტენტის სპეციალიზირებულ საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზია/ლიცენზიებზე თუ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული, მოიცავს მის მფლობელობაში არსებული ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონას. ასეთ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილებაში მითითებულ სალიცენზიო გადასახდელს უნდა გამოაკლდეს მის მიერ დათმობილი ლიცენზია/ლიცენზიებისთვის გადახდილი თანხა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ დათმობილი ლიცენზიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება მისაღები ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელს, თანხის სხვაობა არ ბრუნდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელების მიზნით მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში და დადგენილების მე - 7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირის მიერ იმავე სამაუწყებლო მომსახურების ზონაში მის მფლობელობაში არსებულ საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე უარის თქმის (დათმობის) შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტის   შესაბამისად განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელს გამოაკლდება მის მიერ დათმობილი ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ დათმობილი ლიცენზიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება მისაღები ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელს, მეტობა დაბრუნებას არ ექვემდებარება“.

შესაბამისად,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   უნდა   დაიწყოს   საჯარო   ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული   სპექტრით ან/და  ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის  უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის გამართვის   დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის  N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის   თაობაზე   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   დადგენილების   მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის,VII  და  IX  თავების   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005   წლის 12   დეკემბრის   N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 13 მაისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.გადაწყვეტილება ცალკე  გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

6.კონტროლი    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    (გარდა    მე-4    პუნქტისა)    დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები