წვდომის მენიუ

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 267

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 16:04

მიღების თარიღი აპრილი 29, 2021

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) 2010 წლის 6 ივლისის #3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“ დებულების არსებული რედაქციის თანახმად პორტირებისთვის საჭიროა, რომ პორტირების მსურველმა პორტირების თაობაზე წერილობითი განაცხადი გააკეთოს მიმღებ ოპერატორთან, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის პორტირების მსურველ პირებს, განსაკუთრებით არსებული გლობალური პანდემიის პირობებში. ამასთან, ციფრული ეპოქის   ერაში,   როდესაც   სწრაფი   ტემპით  ვითარდება   ელექტრონული სერვისები,   მით უფრო  აუცილებელია,   პროცესების   გამარტივება  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

პორტირების პროცესის გამარტივების მიზნით, კომისიამ შესწავლა საერთაშორისო პრაქტიკა (დიდი ბრიტანეთი), რომელმაც აჩვენა, რომ პორტირების პროცესის დასაწყებად შესაძლებელია მობილური სატელეფონო ქსელის მომხმარებელმა ელექტრონულად გააკეთოს განაცხადი ისე, რომ მომსახურების მიმწოდებლის ოფისში მისვლა და წერილობითი განაცხადის გაკეთება არ იყოს საჭირო.

კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გაზიარებული იქნეს საერთაშორისო პრაქტიკა და მობილურ სატელეფონო ქსელში პორტირების განაცხადის მიღება განხორციელდეს პორტირების მსურველის მიერ ელექტრონულად (მოკლე ტექსტური შეტყობინების, ვებ გვერდის, აპლიკაციის და ა.შ)  დონორ ოპერატორთან დაფიქსირებით.

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“ დებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდგომ, მობილურ სატელეფონო ქსელში პორტირების პროცესი საქართველოში გახდება ავტომატიზირებული, რაც გაუადვილებს მომხმარებლებს განახორციელოს პორტირება მომსახურების მიმწოდებლის ოფისში მიუსვლელად.   ამასთან   გასათვალისწინებელია   ისიც,   რომ  პორტირების   პროცესის გამარტივება თავის მხრივ ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მომხმარებლებზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შესაბამისი ცვლილება/ცვლილებები შევიდეს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის #3 დადგენილებით დამტკიცებულ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“ დებულებაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების  შესახებ“ და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა  და  სხვა  საკანონმდებლო  აქტების საფუძველზე,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით   დადგენილი წესით.“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4   პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კეჭიყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  „სააბონენტო  ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

2.   ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 17 ივნისს, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტი)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალური ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე   წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები