„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 15:01
მიღების თარიღი მაისი 20, 2021
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, 30-ე და 31- ე მუხლების გათვალისწინებით მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის/კონცენტრაციის საკითხებს, როგორც წესი, განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში: „კომისია“).
2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 7126-Iს). დასახელებული ცვლილების მიღების შემდეგ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგინდა, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით. ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 7126-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შესაძლო ფაქტის ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოიშობა მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განახლების საჭიროება.
კომისია მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში და სათანადოდ მოწესრიგდეს კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, შესაბამისი ცვლილების შეტანამდე პერიოდში კომისია იხელმძღვანელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 7126-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, მე-100, 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ცვლილების შეტანამდე კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტის ან/და ამავე კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვა მოხდეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 1 ივლისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
7. გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
9. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
