„შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2021 14:31
მიღების თარიღი მაისი 27, 2021
„შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ მიიღო №1 დადგენილება - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა. შეიცვალა ადგილობრივი მაუწყებლობის ზონების ნუმერაციაც.
კომისია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახული ცვლილებები უნდა აისახოს კომისიის იმ გადაწყვეტილებებში სადაც ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია ძველი სამაუწყებლო ზონები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დი +“ (ს/კ 400166262) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისიდან - 2025 წლის 17 ივნისამდე;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;





შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად კონკურსში გამარჯვებულისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB, 300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB.
დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB.
კოჯორი: 0°/7dB, 10°/3dB, 20°/2dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB, 110°/20dB, 120°/22dB, 130°/25dB, 140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB, 210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB, 260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB, 310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/10dB, 350°/8dB“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დი+“-ის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებში მითითებული ციფრული სამაუწყებლო ზონები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახულ ცვლილებებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის პირველ ივლისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
