შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“- ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2021 15:11
მიღების თარიღი მაისი 27, 2021
შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“- ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ მიიღო №1 დადგენილება - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა. შეიცვალა ადგილობრივი მაუწყებლობის ზონების ნუმერაციაც.
კომისია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებები უნდა აისახოს კომისიის იმ გადაწყვეტილებებში სადაც ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია ძველი სამაუწყებლო ზონები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“ (ს/კ 204986408) ფლობს:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B ლიცენზიას, კომისიის 2014 წლის წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისიდან - 2025 წლის 17 ივნისამდე; ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
„გ) ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:



შენიშვნა 1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად ლიცენზიის მფლობელს დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე; შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ);
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB, 300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB.
დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB.
კოჯორი: 0°/10dB, 10°/7.8dB, 20°/2.7dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB, 110°/20dB, 120°/22dB,130°/25dB, 140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB, 210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB,260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB, 310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/12dB, 350°/10.3dB“.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX E ლიცენზიას, კომისიის 2014 წლის წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზით მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისიდან - 2025 წლის 17 ივნისამდე; ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
„გ) ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:




შენიშვნა 1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად კონკურსში გამარჯვებულისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;
შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB, 300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB.
დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB.
კოჯორი: 0°/7dB, 10°/3dB, 20°/2dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB, 110°/20dB, 120°/22dB, 130°/25dB,140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB, 210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB, 260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB, 310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/10dB, 350°/8dB“.
კომისია აღნიშნავს რომ შპს „სტერეო+“-ის ლიცენზიების ტექნიკური პარამეტრებში მითითებული ციფრული სამაუწყებლო ზონები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახულ ცვლილებებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის პირველ ივლისს, 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
