წვდომის მენიუ

შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: გ-21-3 / 512

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2022 12:41

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2021

შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“)   აღნიშნავს,   რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების  ფარგლებში  განხორციელებული  ზედამხედველობისა  და  კონტროლისა.  ამასთან,

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

”მაუწყებლობის   შესახებ”   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-11   პუნქტის   ბ)   ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია-TV“ (ს/კ 201950594) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-320) განახლებული აქვს 2020 წლის 5 მაისიდან შემდეგი  პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:18 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 5 მაისის წერილით (№გ-20-03/1510) შპს „იბერია-TV“-ს ეცნობა ავტორიზაციის განახლების თაობაზე. ასევე ამავე წერილით კომპანიას განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ. შესაბამისად კომპანიას კომისიისთვის უნდა ეცნობებინა მაუწყებლობის განახლების თარიღი, რაც შპს „იბერია-TV“-ს დღემდე არ მოუწოდებია.

კომისია აღნიშნავს, რომ  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2021 წლის 30 ივნისის (Nშ-21-10-1205) და ბაზრის ანალიზის, სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის 2021 წლის 7 ივლისის (N შ-21-10-1250) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „იბერია-TV“-ს 2020 წლის მაისიდან დღემდე წარმოდგენილი აქვს ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმები და 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.

კომისიის 2021 წლის 29 ივლისის კომისიის № გ-21-23/445 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 2 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

შპს „იბერია-TV“-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 27 ივლისს გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე (Nგ-21-03/2206), კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. ასევე 2021 წლის 2 აგვისტოს ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა კომისიის 2021 წლის 29 ივლისის კომისიის № გ-21-23/445 გადაწყვეტილება, ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის მითითებით. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის ზეპირი განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2021 წლის 2 აგვისტოს კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 2 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „იბერია-TV“-ის წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ საჭიროდ მიიჩნია ზეპირი მოსმენის განმეორებით გამართვა 2021 წლის 9 სექტემბრს. კომისიის 2021 წლის 9 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „იბერია- TV“-ის წარმომადგენელი.  სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2021 წლის 16 სექტემბერი დაასახელა.

კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „იბერია-TV“-ის წარმომადგენელი ანა საგანელიძე. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის

451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ) წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

შესაბამისად  კომისია  უფლებამოსილია  მიიღოს  გადაწყვეტილება  შპს  „იბერია-TV“-ის  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეს შპს „იბერია-TV“-ის (ს/კ 201950594) ავტორიზაცია (BR-320) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2.   განემარტოს   შპს   „იბერია-TV“-ის, რომ   ავტორიზაციის   შეჩერებისას   ავტორიზებული   პირის   მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;

3. განემარტოს შპს „იბერია-TV“-ის, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის

1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „იბერია-TV“-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული  გადაწყვეტილების   კომისიის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

5.   დაევალოს   კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტის  ავტორიზაციის   და  ლიცენზირების ჯგუფს (ნ.ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) შპს „იბერია-TV“- ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები