შპს „ურბან ფოუნის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N480 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 11 ივლისის № გ19-15/410 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2021 18:33
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021
შპს „ურბან ფოუნის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N480 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №გ19-15/410 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ურბან ფოუნმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/288,26.01.2021) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N480 უფლების გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ურბან ფოუნი“ ფლობს კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №გ19-15/410 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N480 უფლებას 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (280 2000-280 2999).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ურბან ფოუნს“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „ურბან ფოუნის" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N480 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2019 წლის 11 ივლისის № გ19-15/410 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ურბან ფოუნისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ურბან ფოუნისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ურბან ფოუნისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
