შპს „იუ თი ეს“-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N552 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის № გ-20-15/782 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2021 17:00
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2021
შპს „იუ თი ეს“-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N552 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის № გ-20-15/782 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იუ თი ეს“-მა (ს/კ 404975005) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/4626, 19.10.2021) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N552 უფლების გაუქმების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ თი ეს“-ი კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის № გ-20-15/782 გადაწყვეტილებით მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N552 უფლებას 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (500 055 000 - 500 059 999).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ თი ეს“-ს ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „იუ თი ეს“-ის (ს/კ 404975005) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N552 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის №გ-20-15/782 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „იუ თი ეს“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იუ თი ეს“-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ.ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „იუ თი ეს“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
