წვდომის მენიუ

შპს „ასანეტის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N473 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის № გ19-24/361 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-21-4 / 698

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2021 18:26

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2021

შპს „ასანეტის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N473 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის № გ19-24/361 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ასანეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/5456, 16.12.2021) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N473 უფლების გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ასანეტი“ ფლობს კომისიის 2019 წლის 13 ივნისის № გ19-24/361 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N473 უფლებას 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (282 0000-2820999).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ასანეტი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს.

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს   შპს   „ასანეტის"   ნუმერაციის   რესურსით   სარგებლობის   №N473   უფლება   და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2019 წლის 13 ივნისის № გ19-24/361 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

3.    გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს    მისი    დამოწმებული    ასლის    შპს    „ასანეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ასანეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ.ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ასანეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები