შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-21-6 / 656

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2021 17:37

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2021

შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული კომისია   (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში     რეგისტრაციის     №შ-21-7/5134, 25.11.2021წ.) მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ტელერადიოკომპანია  რიონი“  ფლობს  კერძო  რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6, 2012 წლის 10 აგვისტოს №528/2, 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 და 2019 წლის 7 ნოემბრის №გ-19-2/624 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

  

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერები ს კოეფიციენტ ი (დბ)

 

ქ. ქუთაისი

 

105.5

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

42°16'48"N

42°44'12"E

 

 

65

 

 

8

 

ზემოაღნიშნული გადამცემი   სადგურის   განთავსება   შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ  500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

 ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2021 წლის 25 ნოემბერს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

1.     გაუგრძელდეს    მოქმედების    ვადა    შპს    „ტელერადიოკომპანია    რიონის“    (ს/ნ    212678093)    კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ქუთაისი

 

105.5

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

42°16'48"N

42°44'12"E

 

 

65

 

 

8


ზემოაღნიშნული გადამცემი   სადგურის  
განთავსება   შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ  500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

2. შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ)  არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე), სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე), სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) და ადმინისტრაციას (ნ.დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები