რადიომოყვარულ დევიდ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2021 13:25
მიღების თარიღი მარტი 04, 2021
რადიომოყვარულ დევიდ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-8/624, 10.02.2021) მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე დევიდ პომერენკემ, საქართველოში მისი ვიზიტის (2021 წლის 15 ივნისი - 30 ივლისი) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 10 მ (28 მჰც), 2 მ (144 მჰც) და 6 მ (50 მჰც) სიხშირულ ზოლებში დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ დევიდ პომერენკეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი DL7ZM.
რადიომოყვარულ დევიდ პომერენკეს მიერ, სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება ჯავახეთის და რაჭის რეგიონიდან, როგორც დანართში (თან ერთვის) მითითებულ, ასევე 50.0 – 50.4 მჰც (მოდულაციის ტიპები - USB და FT-8) სიხშირეებზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე- 2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ დევიდ პომერენკეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, ასევე 50.0 – 50.4 მჰც სიხშირეებზე, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 078 |
დევიდ პომერენკე |
ქ. თბილისი, ნიაღვრის ქ. 4, ბ. 1 |
4L/DL7ZM |
„A“ |
2. რადიომოყვარული დევიდ პომერენკე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დევიდ პომერენკესთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) დევიდ პომერენკესთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
