წვდომის მენიუ

შპს „RIEDEL“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2021 20:32

მიღების თარიღი იანვარი 28, 2021

შპს „RIEDEL“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მომართა შპს „RIEDEL“-მა  (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-8/6548, 30.12.20), დაბა ბაკურიანში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია 2021 წლის თებერვალში დაგეგმილი სათხილამურო და სნოუბორდის FIS მსოფლიო თასის შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით, სათხილამურო და სნოუბორდის FIS მსოფლიო თასის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება ოთხი დღის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „RIEDEL“-მა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2021 წლის 25 იანვარს ჩარიცხა   თანხა   2000 ლარი (500.29 ევრო, ჩარიცხვა ეროვნული ბანკის კურსით 1 ევრო=4.0228) ლარი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „RIEDEL“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 2459 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 154.200 მჰც და 159.900 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) დაბა ბაკურიანში, 2021 წლის თებერვალში დაგეგმილი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით, ოთხი დღით - 5 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი    დეპარტამენტის  ავტორიზაციის  და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „RIEDEL“-სთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   აღრიცხვა   შესაბამის  საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)  გადაწყვეტილების  დამოწმებული  შპს  „RIEDEL“-სთვის  გაგზავნა  (ნ.  ჯავახიძე) და  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დავით აღმაშენებლის  ხეივანი  №64)  შპს „RIEDEL“-სთვის ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები