წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ როსტომ ქუთათელაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 222

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2021 11:32

მიღების თარიღი აპრილი 08, 2021

რადიომოყვარულ  როსტომ ქუთათელაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“)აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/1062,09.03.21 და № შ-21-9/1546, 01.04.21) მიმართა მოქალაქე როსტომ ქუთათელაძემ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის ვეტერანი რადიომოყვარილის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ როსტომ ქუთათელაძე   არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის № 516/7 გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით, მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L4KP. როგორც ვეტერანი რადიომოყვარული,   იგი ითხოვს პრეფიქსის ბლოკში ერთსიმბოლიან სახმობს-4L4J. მას 25 წელზე მეტ მანძილზე აქვს სამოყვარულო რადიოსადგურის ექსპლუატაციის ნებართვა, არის ერთერთი აქტიური რადიომოყვარული და საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაცია რეკომენდაციას აძლევს, რათა მას კანონის შესაბამისად გამოიყენოს ვეტერანი რადიომოყვარულის სახმობი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/1548, 01.04.21).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 511  მუხლის დ) პუნქტის, 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ როსტომ ქუთათელაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

  კატეგორია

 R - 10

 როსტომ ქუთათელაძე

 ქ. ქუთაისი, ვ.კუპრაძის ქ. მე-8 შესახვევი, სახლი 8

 4L4J

 „A“ ვეტერანი რადიომოყვარული

2. რადიომოყვარული როსტომ ქუთათელაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას    ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  მოქალაქე   როსტომ   ქუთათელაძისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე   როსტომ ქუთათელაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები