წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ალექსი ფირცხალავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 334

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2021 15:52

მიღების თარიღი ივნისი 10, 2021

რადიომოყვარულ ალექსი ფირცხალავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისია    (შემდეგში    „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიას  განცხადებებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-21-9/2154, 17.05.2021 და № შ-21-9/2188, 19.05.2021) მიმართა მოქალაქე ალექსი ფირცხალავამ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე „C“ კატეგორიის   რადიომოყვარულის სახმობის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ალექსი ფირცხალავა არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს სიხშირეთა განაწილების სახელმწიფო კომისიის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 2000 წლიდან 2002 წლის 31 დეკემბრამდე ფლობს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვას „C“ კატეგორიის სახმობი ნიშნით 4L4FB, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსი ფირცხალავას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 10 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C - 142

 ალექსი ფირცხალავა

 თბილისი, ვარკეთილი III, მე-3 მკრ, კორპ. 304 ვგ, ბ. 37 ა

 4L4FB

 „C“

2. რადიომოყვარული ალექსი ფირცხალავა, რადიომოყვარულთა  საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის   რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის    განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე  ალექსი ფირცხალავასთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ალექსი ფირცხალავასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები