რადიომოყვარულ ფილიპ ერემენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2021 12:30
მიღების თარიღი ივლისი 01, 2021
რადიომოყვარულ ფილიპ ერემენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/2676, 21.06.2021) მიმართა ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქე ფილიპ ერემენკომ, საქართველოში მისი ვიზიტის (2021 წლის 12 ივლისი - 12 აგვისტო) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის, დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ფილიპ ერემენკოს, ბელორუსიის რესპუბლიკის ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის
„B“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი EW8PY (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 1 კლასს).
რადიომოყვარულ ფილიპ ერემენკოს მიერ, სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან - თბილისი, მცხეთა, ბორჯომი, ფოთი, ქუთაისი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-
2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ფილიპ ერემენკoს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2021 წლის 12 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 081 |
ფილიპ ერემენკო |
თბილისი, მცხეთა, ბორჯომი, ფოთი, ქუთაისი |
4L/ EW8PY |
„B“ |
2. რადიომოყვარული ფილიპ ერემენკო, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ფილიპ ერემენკოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) ფილიპ ერემენკოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
