წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ტომას ჰუბერტისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 422

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2021 17:30

მიღების თარიღი ივლისი 15, 2021

რადიომოყვარულ  ტომას ჰუბერტისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/2473, 07.06.21) მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ტომას ჰუბერტმა (ამჟამად მცხოვრები ქ. თბილისში აბაშელის ქ. № 18, პასპორტის N 20PR08921) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ტომას ჰუბერტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ფოსტის („დოიჩე ბუნდესპოსტ“) მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი DL7BO.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ტომას ჰუბერტი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2008 წლის 8 მაისის № 266/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L7O. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ტომას ჰუბერტს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 15 ივლისიდან 2026 წლის 15 ივლისამდე:

 

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 069

 

ტომას ჰუბერტი

 

ქ. თბილისი, აბაშელის ქ. № 18

 

4L7O

 

A

 

2. რადიომოყვარული      ტომას ჰუბერტი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის    რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ტომას ჰუბერტისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ტომას ჰუბერტისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები