წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 478

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2021 12:10

მიღების თარიღი აგვისტო 26, 2021

 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-21-7/3525,  11.08.21  და  №  შ-21-7/3811, 24.08.21),    წარმოდგენილი    სააპლიკაციო    ფორმების    გათვალისწინებით,    საზღვაო ხომალდებისთვის („ANDRIA 1 - C-01766“, „AKHTAMAR - C-01768“ და „MISS EMMA - C- 01785“)  რადიოსადგურების  ლიცენზიაში  შესატანი  სახმობისა  და  ამოცნობის  ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „ANDRIA 1 - C-01766“, „AKHTAMAR - C-01768“ და „MISS EMMA - C-01785“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული

სახმობი

მინიჭებული

MMSI

1.

ANDRIA 1 - C-01766

მიხეილ იაშვილი

4LWC2

213 547 000

2.

AKHTAMAR - C-01768

მარინა ვარშავსკაია

4LWD2

213 548 000

3.

MISS EMMA - C-01785

ზაზა მირცხულავა

4LWE2

213 549 000


2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის   აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები