რადიომოყვარულ დავით დურგლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2021 17:08
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2021
რადიომოყვარულ დავით დურგლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/3798, 23.08.21) მიმართა მოქალაქე დავით დურგლიშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის № 294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე დავით დურგლიშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „C“ კატეგორიის რადიო-მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს № 48 (20.10.2021) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით დურგლიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2026 წლის 4 ნოემბრამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 152 |
დავით დურგლიშვილი |
ქ.თბილისი ე. მანჯგალაძის 63 |
4L7NNG |
„C“ |
2. რადიომოყვარული დავით დურგლიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით დურგლიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე დავით დურგლიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
