წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ დავით რამიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 603

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2021 17:17

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2021

 რადიომოყვარულ დავით რამიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-9/4727, 25.10.21) მიმართა მოქალაქე დავით რამიშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, ნავთლუხის 6, ბინა 40) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის უფრო მაღალი კატეგორიის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ დავით რამიშვილი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2016 წლის 8 დეკემბერს № 795/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1RAM.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის № 294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე დავით რამიშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „B“ კატეგორიის რადიო-მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს № 48 (20.10.2021) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით რამიშვილს   სამოყვარულო   რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში

საქმიანობისთვის,  სახმობი,  ცხრილში  აღნიშნული  მონაცემების  შესაბამისად  5  წლის ვადით 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2026 წლის 4 ნოემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B-077

 

დავით რამიშვილი

 

ქ. თბილისი, ნავთლუხის 6, ბინა 40

 

4L1DR

 

B

 

2. რადიომოყვარული დავით რამიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე   დავით რამიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე  დავით რამიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები