წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ზურაბ აფციაურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 620

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2021 18:05

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2021

რადიომოყვარულ  ზურაბ აფციაურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/4927, 08.11.21) მიმართა მოქალაქე ზურაბ აფციაურმა (მცხ. ქ. თბილისი, ზღვისუბნის დასახლება (თემქა), 11-ე მიკრორაიონი, 33 კორპუსი, ბინა 34) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზურაბ აფციაური არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №434/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L4AZ. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზურაბ აფციაურს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 18  ნოემბრიდან 2026 წლის 18 ნოემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-058

 

ზურაბ აფციაური

 

ქ. თბილისი, ზღვისუბნის დასახლება (თემქა), 11-ე მკრ-ნი, 33 კორპუსი, ბინა 34

 

4L4AZ

 

B


2.  რადიომოყვარული     ზურაბ  აფციაური,  რადიომოყვარულთა  საერთაშორისო  გაერთიანების (IARU)მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად,  ვალდებულია  დაიცვას     ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების    მოქალაქე    ზურაბ აფციაურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ზურაბ აფციაურისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები