წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ავთანდილ აკოფიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 638

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2021 14:15

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2021

რადიომოყვარულ  ავთანდილ აკოფიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/5086, 19.11.21) მიმართა მოქალაქე ავთანდილ აკოფიანმა (მცხ. გორის რაიონი, სოფელი თორტიზა) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ავთანდილ აკოფიანი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და 1994 წლიდან ფლობდა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვას „A“  კატეგორიის სახმობი ნიშნით UF6FME, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია. „A“ კატეგორიის რადიოსამოყვარულო სახმობის მინიჭებაზე რეკომენდაცია გაუწია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ  (კომისიაში რეგისტრაციის  № შ-21-9/5086, 19.11.21).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ავთანდილ აკოფიანს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 2 დეკემბრიდან 2026 წლის 2 დეკემბრამდე:

 

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 097

 

ავთანდილ აკოფიანი

 

გორის რაიონი, სოფელი თორტიზა

 

4L7AT

 

A

 2.  რადიომოყვარული  ავთანდილ  აკოფიანი,  რადიომოყვარულთა  საერთაშორისო  გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   გადაწყვეტილების   მოქალაქე   ავთანდილ აკოფიანისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ავთანდილ აკოფიანისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები