წვდომის მენიუ

შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-22-1 / 352

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2022 1:16

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2022

შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2812,  01.08.2022 და №შ-22-7/2812,02.08.2022 ) მიმართა შპს „სფერო ნიუსმა“ (ს/ნ 402210843) მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს„სფერო ნიუსი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის მიღებიდან 3 თვე;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „Sfero TV“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს„სფერო ნიუსის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილია 1 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია,

2. შპს „სფერო ნიუსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და სადამფუძნებლო შეთანხმება. ასევე სს „სფერო ინვესტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და სს „სფერო ინვესტის“ ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან;

3. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5.განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

6. აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა შპს „სფერო ნიუსის“ განცხადებული საწესდებო კაპიტალისა  და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

7. აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა შპს „სფერო ნიუსის“ აქტივებისა და პასივების შესახებ;

8. აუდიტორული კომპანიის საშემფასებლო ანგარიში სს „სფერო ინვესტის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ; ასევე ნოტარიალურად დამოწმებული 2022 წლის 5 ივლისის კრების ოქმები;

9. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ)ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე)ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „სფერო ნიუსის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ:წარმოდგენილი დოკუმენტაციის  თანახმად  შპს„სფერო ნიუსის“ (ს/კ 402210843) დირექტორია გიორგი მურუსიძე (პ/ნ 01024083736), ხოლო 100%- იანი წილის მფლობელია სს „სფერო ინვესტი“ (ს/კ 405401355). სს „სფერო ინვესტის“ 100%-იანი აქციონერია გიორგი მურუსიძე (პ/ნ 01024083736).წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „სფერო ნიუსის“ (ს/კ 402210843) ბენეფიციარი მესაკუთრის გიორგი მურუსიძის (პ/ნ 01024083736) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად გიორგი მურუსიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „სფერო ნიუსის“  (ს/კ 402210843) ბენეფიციარი მესაკუთრეების სს „სფერო ინვესტის“ (ს/კ 405401355) და გიორგი მურუსიძის (პ/ნ01024083736) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „სფერო ნიუსი“ არ ფლობს ავტორიზაციას ან ლიცენზიას  მაუწყებლობის სფეროში.  კომპანიის ბენეფიციარების ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზებულ    ან ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „სფერო ნიუსის“ წარმომადგენელი გიორგი ჩაკვეტაძე. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „სფერო ნიუსი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს„სფერო ნიუსის“ (ს/კ 402210843) მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „სფერო ნიუსი“ (ს/კ 402210843) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2022 წლის 11 ნოემბრამდე;

2. შპს „სფერო ნიუსი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს  თვითრეგულირების  ეფექტიანი  მექანიზმი,  რომელიც  უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სფერო ნიუსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სფერო ნიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                 თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე             წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები