წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-10 / 227

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2022 12:25

მიღების თარიღი მაისი 24, 2022

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად  კონკურსის   გამოცხადების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 11 მარტს მიიღო დადგენილება №1 - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”. აღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად - საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა არის სახმელეთო ტერიტორია, რომელიც  შემოსაზღვრულია  ამ  დადგენილების  დანართ №2-ით წარმოდგენილი  ციფრული  ფორმატის ფაილებით განსაზღვრული კონტურით. ასევე 2021 წლის პირველ აპრილს კომისიამ მიიღო №გ-21-21/206 გადაწყვეტილება „კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“. სტრატეგიის თანახმად ლიცენზიის მაძიებლებისთვის რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმის და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების და თავისუფალი სიხშირული რესურსის გათვალისწინებით კომისია გამოაცხადებს კონკურსებს რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიაში შემოსული განცხადებების შესაბამისად. კერძო საერთო ან სპეციალიზებული, ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსები გამოცხადდება ცალ-ცალკე, კომისიაში შემოსული განცხადებების, თავისუფალი სიხშირული რესურსის და კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით დამტკიცებული   რადიოსამაუწყებლო   პრიორიტეტების   გათვალისწინებით;   კონკურსები   გამოცხადდება „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 5 დეკემბერის №10 დადგენილებით დამტკიცებული ცალკეული საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონების დაფარვის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-2/598 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საზოგადოებრივი აზრის 2021 წლის კვლევის შესაბამისად. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ში (გურია) რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგენილია შემდეგი თანმიმდევრობით:

1.    სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;

2.    საერთო რადიომაუწყებლობა;

ასევე 2022 წლის 21 აპრილს კომისიამ მიიღო №გ-22-22/193 გადაწყვეტილება - „87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნების შესახებ“. თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნებისას, კომისიის ხედვის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა განაცხადები და მათი მაუწყებლობის განხორციელების სურვილით მოთხოვნილი სამაუწყებლო ზონები, ასევე ყურადღება გამახვილდა კომისიის მიერ დადგენილ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებზე და იმ ზონებზე, სადაც შეინიშნება რადიომაუწყებლების სიმცირე, ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს არც ერთი ან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ადგილობრივი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიანტი. შესაბამისად კომისიამ დაამტკიცა ის თავისუფალი რესურსი რაზეც შემდგომი 6 თვის განმავლობაში გამოაცხადებს კონკურსებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ხედვის შესაბამისად, დასახლებული პუნქტების, რადიომაუწყებლობის სიგნალით მაქსიმალურად მოცვის მიზნით ასევე იმის გამო, რომ ზონა №13-ში არ ფუნქციონირებს არცერთი კერძო რადიომაუწყებელი მიზანშეწონილია იმ სამაუწყებლო ზონებში, სადაც შეინიშნება კერძო რადიომაუწყებლების სიმცირე გამოცხადდეს კონკურსები რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად.

კომისიამ შეისწავლა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და აღნიშნავს რომ ‘87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნების შესახებ“ კომისიის 2022 წლის 21 აპრილის №გ-22-22/193 გადაწყვეტილებით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ში გათვალისწინებულია ერთი სიხშირული პაკეტი.   კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის №22-10-786 და 24 მაისის №22-10-856 სამსახურებრივი ბარათების შესაბამისად, შესაძლებელია კონკურსის გამოცხადება შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

 

 შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ  500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

კომისია ასევე აღნიშნავს. რომ ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად, შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც გადამცემი სადგურების და საანტენო მეურნეობის, ასევე სადისტრიბუციო ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე სასურველია ლიცენზიის მაძიებელმა წარმოადგინოს სადისტრიბუციო ქსელის და სამაუწყებლო პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-2/598 გადაწყვეტილებით დამტკიცებული რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების თანახმად საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ში სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საერთო რადიომაუწყებლობა, მიზანშეწონილია კონკურსი გამოცხადდეს კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომელიც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) პუნქტის თანახმად არის ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ისეთ ლიცენზიის მაძიებელს, რომლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი სამაუწყებლო კონცეფცია და რომლის მიზანია შექმნას ახალი სამაუწყებლო არხი შესაბამისი კონტენტით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება უნდა შეეზღუდოს იმ რადიომაუწყებელს, რომელსაც უკვე არსებული სამაუწყებლო არხით და   უკვე არსებული სამაუწყებლო კონტენტით სამაუწყებლო ქსელის (არეალის) გაფართოება სურს.

კომისიის  აპარატის  ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტ ის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით და რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის №22-10-786 სამსახურებრივ ბარათში მითითებული ტექნიკური პარამეტრების საფუძველზე, გაანგარიშებულმა სალიცენზიო გადასახდელის ოდენობამ (სამსახურეობრივი ბარათი №22-10-811, 18.05.2022), შეადგინა – 6075.00 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული მაუწყებლობა;

დ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

2. პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია: ლიცენზიის მაძიებელის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი სამაუწყებლო კონცეფცია, რომლის მიზანია შექმნას ახალი ადგილობრივი სამაუწყებლო არხი შესაბამისი კონტენტით (ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა).

3. კონკურსში გამარჯვებული, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის აღების შემთხვევაში ვალდებული იქნება:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა );

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; 

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; 

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები; 

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში  მოყვანილი ფაქტების  ჯეროვანი  სიზუსტის უზრუნველსაყოფად  და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები. 

ლ)  ყოველწლიურად,  არაუგვიანეს  მომდევნო  წლის  1 თებერვლისა  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია: 

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; 

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. 

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 

პ) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომერციული კომუნიკაციების (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი) განთავსების წესები; 

ჟ) დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის წესები; 

რ) უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა; 

ს) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ტ)   მაუწყებლობის   პროცესში   დაიცვას   “მაუწყებლობის   შესახებ”   საქართველოს   კანონის   მე-3  მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები; 

უ)   კომისიას   წარმოუდგინოს   პრაქტიკული   საქმიანობის   დაწყების/შეწყვეტის   თაობაზე   ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 

4. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 6075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარით;

5. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2022 წლის 18 აგვისტო 13:00 საათი; 

6. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2022  წლის 4 ივლისის 17:00 საათამდე;

7. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 7 ივლისის 13:00 საათი;

8. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 11 აგვისტოს 13:00 საათი;

9. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; 

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; 

გ)  მაუწყებლობის  სფეროში  ლიცენზიის  სახე,  სახეობა  და  ქვესახეობა,  რომლის  მიღებასაც  მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა; ე) მაუწყებლობის ენა/ენები;

ვ) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 

10. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს (დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით): 

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; 

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო სამსახურს +995 32 239 40 29); ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა უკან არ უბრუნდება. 

გ) შესაბამისობის დეკლარაცია  (იხ. ლინკი -  https://www.comcom.ge/ge/regulation/broadcasting/shesabamisobis- deklaracia-da-finansuri-gamchvirvaloba/declaration-of-conformity-forms );

დ) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №1-ით. იხ. ლინკი - https://comcom.ge/ge/legal-acts/resolutions/2019-3-.page );

ე) იურიდიული პირისათვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (აღნიშნული ცნობები დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ), ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები (შესაბამისი ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №2-ით და დანართი №3-ით. (იხ. ლინკი - https://comcom.ge/ge/legal-acts/resolutions/2019-3-.page ); 

ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

თ)  დოკუმენტაცია  პროგრამების  გავრცელებისათვის  გამოსაყენებელი  ტექნიკური  საშუალებების თაობაზე (შენიშვნა: მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად, შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც გადამცემი სადგურების და საანტენო მეურნეობის, ასევე სადისტრიბუციო ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე); 

ი)  განსახორციელებელი  სამაუწყებლო  კონცეფცია,  რომელიც  უნდა  შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს (რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დამტკიცებულია კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის№გ-21-2/598   გადაწყვეტილებით),  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს;

კ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე: 

მიმღები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’;

-     ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

-      კოდი: TBC BGE 22;

-     საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;

11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ეკრძალება: 

ა) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს;

ბ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;

გ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს;

დ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას/ პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირს;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. აგრეთვე, იმ პირს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს მე-2 პუნქტის „ა“,

„ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.

12. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

13. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის. 

14. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.

15. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. 

16. კომისია წარმოებაში არ მიიღებს:

ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;

გ)    ახალ    სალიცენზიო    განცხადებას,    თუ    იგი    წარადგინა    ლიცენზიის    მფლობელმა    ამ    კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. 

17. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

18. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: 

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა. 

19. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. 

20. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

21. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო    გადასახდელის    20%-ის    საქართველოს ცენტრალურ    სახელმწიფო    ბიუჯეტში    გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით; 

22. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

23. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები; 

24. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში; 

25. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ლ.ბერიძე); 

26. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე. 

27. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება; 

28. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები