წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/228 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-10 / 296

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2022 16:47

მიღების თარიღი ივლისი 07, 2022

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად კომისიის 2022 წლის 24 მაისის  №გ-22-10/228 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/228 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული მაუწყებლობა;

დ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

კომისია აღნიშნავს რომ ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2022 წლის 4 ივლისის 17:00 საათამდე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე კომისიაში არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს საეთერო მაუწყებლობის

მომსახურების ზონა №12-ში, კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/228 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №12-ში, კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად, კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/228 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები