წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: გ-22-10 / 307

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2022 17:51

მიღების თარიღი ივლისი 07, 2022

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022  წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში   „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული მაუწყებლობა;

დ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის

ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა  2:  სინქრონული  ქსელის  ფორმირებისას  შესაძლებელია  ტექნიკური  პარამეტრების ცვლილება,   ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად.

კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს ”მდ ჯგუფმა“ (ს/კ  405229051) (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-11/2522, 04.07.22).

კომისიის 2022  წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილების შესაბამისად 2022 წლის 7 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორი თამაზ კაპანაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ  საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „მდ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ ასევე ხარვეზით იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე, კერძოდ თბილისის სამაუწყებლო ზონის ორი საიტისთვის (გარდაბანი და საგარეჯო) წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შემოწმებისას დაფიქსირდა ორ დიპოლიანი (წრიული გასხივების) ანტენების გამოყენების მზაობა, ხოლო კონკურსის გამოცხადების ტექნიკურ პირობებში აღნიშნული სადგურებისათვის გათვალისწინებულია მიმართული ანტენების გამოყენების საჭიროება.

შპს „მდ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია თამაზ კაპანაძე (პ/ნ 01009002142). კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან  გადამოწმებულ  იქნა  დეკლარაციაში   მითითებული  ინფორმაციის   შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ გადამოწმდა შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის თამაზ კაპანაძის (პ/ნ   01009002142)  მონაცემები თანამდებობის  პირთა ქონებრივი დეკლარაციების   ვებ- გვერდზე  www.declaration.gov.ge . გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  გადამოწმდა შპს „მდ ჯგუფის“, კომპანიის დირექტორის და   100%-ანი წილის მფლობელის თამაზ კაპანაძის (პ/ნ 01009002142) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებულება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. აღსანიშნავია, რომ შპს „მდ ჯგუფი“ ფლობს    კერძო    მაუწყებლობის    NB70    ლიცენზიას,    რომელიც    ითვალისწინებს  საერთო რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში. შესაბამისად შპს ”მდ ჯგუფის” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

2022 წლის 7 ივლისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კომპანიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს "მდ ჯგუფს" მიეცეს ვადა, რათა წარმოადგინოს განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ ასევე ინფორმაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე, კერძოდ   თბილისის სამაუწყებლო ზონის ორი საიტისთვის (გარდაბანი და საგარეჯო) წარმოდგენილ ტექნიკურ პარამეტრებში დაფიქსირებული ორ დიპოლიანი (წრიული გასხივების) ანტენების ნაცვლად მითითებული უნდა იყოს მიმართული ანტენების გამოყენების მზაობა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მდ ჯგუფის“ მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს „მდ ჯგუფმა“ 2022 წლის 14 ივლისის 18:00 საათამდე კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; ბ)   პროგრამების   გავრცელებისათვის   გამოსაყენებელი   ტექნიკური   საშუალებების  თაობაზე,   კერძოდ თბილისის სამაუწყებლო ზონის ორი საიტისთვის (გარდაბანი და საგარეჯო) წარმოდგენილ ტექნიკურ პარამეტრებში დაფიქსირებული ორ დიპოლიანი (წრიული გასხივების) ანტენების ნაცვლად მითითებული უნდა იყოს მიმართული ანტენების გამოყენების მზაობა.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს „მე ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული   გადაწყვეტილების  შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები