წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-22-10 / 371

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2022 13:34

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2022

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022  წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული მაუწყებლობა;

დ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა  2: სინქრონული ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური  პარამეტრების  ცვლილება,   ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად.

კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2022 წლის 4 ივლისს წარმოადგინა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-11/2522) შპს ”მდ ჯგუფმა“ (ს/კ  405229051).

კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილების შესაბამისად 2022 წლის 7 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორი თამაზ კაპანაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ  საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „მდ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ ასევე ხარვეზით იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე, კერძოდ თბილისის სამაუწყებლო ზონის ორი საიტისთვის (გარდაბანი და საგარეჯო) წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შემოწმებისას დაფიქსირდა ორ დიპოლიანი (წრიული გასხივების) ანტენების გამოყენების მზაობა, ხოლო კონკურსის გამოცხადების ტექნიკურ პირობებში აღნიშნული სადგურებისათვის გათვალისწინებულია მიმართული ანტენების გამოყენების საჭიროება.

მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371  მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ასევე გადამოწმდა შპს „მდ ჯგუფის“, კომპანიის დირექტორის და 100%-ანი წილის მფლობელის თამაზ კაპანაძის (პ/ნ 01009002142) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. გადამოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებულება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს„მდ   ჯგუფი“ ფლობს   კერძო   მაუწყებლობის   NB70  ლიცენზიას, რომელიც  ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში. შესაბამისად შპს ”მდ ჯგუფის” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომაზე მიღებულ იქნა №გ-22-10/307 გადაწყვეტილება „საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022  წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის  მაძიებლისთვის  დოკუმენტაციის  წარმოდგენის  დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ“, რომლის შესაბამისად შპს „მდ ჯგუფს“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2022 წლის 14 ივლისის 18:00 საათამდე. შპს „მდ ჯგუფის“ მიერ 2022 წლის 11 ივლისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/2600) წარმოდგენილ იქნა კომისიის 2022 წლის 7 ივლისის №გ-22-10/307 გადაწყვეტილებით  განსაზღვრული დოკუმენტაცია.

ზეპირი მოსმენა საეთერო  მაუწყებლობის  მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2022 წლის 11 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორი თამაზ კაპანაძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №22-10-1364, 03.08.2022) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”მდ ჯგუფის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე (შპს „მდ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია იხილეთ დანართის სახით). დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა-სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ძირითადად ერთი თემატიკის, გარდა ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკისა, პროგრამებით მაუწყებლობა. სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ  შპს „მდ ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული იქნება ქართულ მუსიკაზე აგებული შემეცნებით-გასართობი გადაცემები. კონცეფციის თანახმად რადიოს ეთერში გავა შემეცნებითი, გასართობი და საგანმანათლებლო გადაცემები. შპს „მდ ჯგუფი“ აკმაყოფილებს კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს: ლიცენზიის მაძიებელი წარმოადგენს კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებელს და მის მიზანს წარმოადგენს შექმნას ახალი ადგილობრივი სამაუწყებლო არხი შესაბამისი კონტენტით.

კომისია  აღნიშნავს, რომ კონკურსი  საეთერო  მაუწყებლობის  მომსახურების  ზონა №1-ში  კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2022 წლის 18 აგვისტოს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  ესწრებოდა შპს„მდ ჯგუფის“ დირექტორი თამაზ კაპანაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „მდ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის და კომისიის

2022  წლის  24  მაისის  №გ-22-10/232  გადაწყვეტილების  მოთხოვნებს.  ასევე შპს „მდ ჯგუფის“ მიერსაკონკურსოდ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია კომისიის 2022 წლის 24 მაისის №გ-22-10/232 გადაწყვეტილების მოთხოვნებთან. კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის  მე-11  პუნქტზე,  რომლის  შესაბამისადაც  თუ კონკურსში  მონაწილეობს 1 ლიცენზიის  მაძიებელი,  იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. კომისია  აღნიშნავს,  რომ  2022  წლის  18  აგისტოს  საკონკურსო სხდომაზე  შპს „მდ ჯგუფის“ დირექტორმა თამაზ კაპანაძემ, სალიცენზიო გადასახდელის - 20,047.50 (ოცი ათას ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3   პუნქტის  პ) ქვეპუნქტის,  43-ე მუხლისა და კომისიის 2022 წლის 24 მაისის№გ-22-10/232 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად  გამოცხადდეს  შპს  ”მდ  ჯგუფი“ (ს/კ  405229051);

2.  უზრუნველყოს შპს „მდ ჯგუფმა“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 4,009.50 (ოთხი ათას ცხრა ლარი და 50 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22 სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის   საქართველოს ცენტრალურ  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 14,033.25 (თოთხმეტი ათას ოცდაცამეტი და 25 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „მდ ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს  „მდ ჯგუფისთვის“  ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მდ ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები