წვდომის მენიუ

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-10 / 579

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2022 10:38

მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2022

სათემო  რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის  მოსაპოვებლად  კონკურსის  გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/3612, 29.09.2022წ) მაუწყებლობის არეალის გაფართოების და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით, დასახლებულ პუნქტებში - საჩხერე, ჭიათურა, ბორჯომი, დუშეთი და თიანეთი კონკურსის გამოცხადების შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას” თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქომ რათა გაითვალისწინონ საჩხერისა და ჭიათურის, ბორჯომისა და ბაკურიანის, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის და წილკნისა და დუშეთის ეპარქიების მოსახლეობის სურვილი და მათი სამაუწყებლო კონტენტის გავრცელება უზრუნველყონ აღნიშნულ ტერიტორიებზეც.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1 პუნქტის შესაბამისად სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას; ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე. ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სათემო სამაუწყებლო მომსახურების ზონად განსაზღვროს თემის კომპაქტური განსახლების ნებისმიერი სახმელეთო ტერიტორია.

კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №22-10-2257 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ ზემოთ მითითებულ დასახლებულ პუნქტებში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

 

 

 

 

 

გადამცემის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

საარხო ზოლის სიგანე (კჰც)

 

 

მოდუ ლაცია

 

 

პოლარ იზაცია V/H

 

 

 

გასხივება

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

 

1

დუშეთი სატელევიზიო ანძა

 

103.3

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42° 0'5.69"N

44°39'21.70"E

 

15

 

2

თიანეთი სატელევიზიო ანძა

 

107.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°06'7.03"N

44°56'54.70"E

 

45

 

3

საჩხერე სატელევიზიო ანძა

 

105.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°20'54.86"N

43°24'4.22"E

 

16

 

4

ჭიათურა სატელევიზიო ანძა

 

103.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°17'15.57"N

43°15'40.46"E

 

50

 

5

ბორჯომი სატელევიზიო ანძა

 

97.1

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

41°49'27.20"N

43°23'0.33"E

 

16

შენიშვნა  1:  გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ).

შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №22-10-2257 სამსახურებრივ ბარათში მითითებული ტექნიკური პარამეტრების საფუძველზე, გაანგარიშებულმა სალიცენზიო გადასახდელის ოდენობამ (სამსახურეობრივი ბარათი №22-10-2277, 20.12.2022), შეადგინა – 11,056.50 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის   მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი;

ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

 

 

 

გადამცემის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

საარხო ზოლის სიგანე (კჰც)

 

 

მოდუ ლაცია

 

 

პოლარ იზაცია V/H

 

 

 

გასხივება

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

 

1

დუშეთი სატელევიზიო ანძა

 

103.3

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42° 0'5.69"N

44°39'21.70"E

 

15

 

2

თიანეთი სატელევიზიო ანძა

 

107.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°06'7.03"N

44°56'54.70"E

 

45

 

3

საჩხერე სატელევიზიო ანძა

 

105.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°20'54.86"N

43°24'4.22"E

 

16

 

4

ჭიათურა სატელევიზიო ანძა

 

103.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°17'15.57"N

43°15'40.46"E

 

50

 

5

ბორჯომი სატელევიზიო ანძა

 

97.1

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

41°49'27.20"N

43°23'0.33"E

 

16


შენიშვნა  1: 
გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ).

შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

2. პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია: ლიცენზიის მაძიებელი უნდა წარმოდგენდეს მოქმედ საეთერო სათემო რადიომაუწყებელს, რომლის მიზანს წარმოადგენს მოქმედი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და რომლის მიერ წარმოდგენილი კონცეფციაც, უნდა ითვალისწინებდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს და მართლმადიდებლური თემის ინტერესებს;

3. კონკურსში გამარჯვებული, სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ვალდებული იქნება:

ა)     ემსახურებოდეს     თემის     ინტერესებს     და     უზრუნველყოს     მაუწყებლობის     პროცესში მართლმადიდებლური თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამისი გეოგრაფიული ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქება;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ლ)     მიიღოს     ყველა     ზომა     პროგრამებში     მოყვანილი     ფაქტების     ჯეროვანი     სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები;

მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 

ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირება;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად  განსაზღვრული  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობის   სხვა მოთხოვნები;

ს) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ტ) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომერციული კომუნიკაციების (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი) განთავსების წესები;

უ) დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისიწნებული არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის წესები;

ფ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ქ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა).

4. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 11,056.50 (თერთმეტი ათას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;

5. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2023 წლის 9 მარტის 13:00 საათი;

6. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2023  წლის 23 იანვრის 17:00 საათამდე;

7. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2023 წლის 26 იანვრის 13:00 საათი;

8. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2023 წლის 2 მარტის 13:00 საათი;

9. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები;

ვ) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

10. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს (დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით):

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული

თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო სამსახურს +995

32 239 40 29); ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა უკან არ უბრუნდება.

გ) შესაბამისობის დეკლარაცია (იხ. ლინკი - https://www.comcom.ge/ge/regulation/broadcasting/shesabamisobis-deklaracia-da-finansuri- gamchvirvaloba/declaration-of-conformity-forms );

დ) იურიდიული პირისათვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (აღნიშნული ცნობები დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული  კომპანიის  მიერ),  ინფორმაცია  განთავსებული  კაპიტალისა  და  აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, (შესაბამისი ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7  დადგენილების   დანართი №3-ით.   (იხ.  ლინკი   - https://comcom.ge/ge/regulation/broadcasting/mauwyeblobis-sferoshi-avtorizacia/iuridiuli-piris-mier- shesavsebi-qonebrivi-mdgomareobis-deklaracia );

ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

ვ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

თ)     განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია,  რომელიც  უნდა შეესაბამებოდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს და მართლმადიდებლური თემის ინტერესებს;

ი) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე:

მიმღები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’;

- ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

- კოდი: TBC BGE 22;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;

11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს;

ბ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;

გ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს;

დ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას/ პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

აგრეთვე, იმ პირს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს   მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ  დაფუძნებული  მაუწყებლისათვის  საქართველოს ტერიტორიაზე  მაუწყებლობის  უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე ეკრძალება იმ პირს, რომლის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა არ არის კერძო სამართლის არაკომერციული (არასამეწარმეო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

12. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

 

13. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.

 

14. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

 

15. კომისია წარმოებაში არ მიიღებს:

ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის

37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;

გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

16. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

17. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში  იღებს:

ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;

ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას;

გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.

დ) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნებას და თემის ინტერესებთან შესაბამისობას;

ე) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობას.

18. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

19. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

20. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

21.     კონკურსში    გამარჯვებულის    მიერ    სალიცენზიო    გადასახდელის    20%-ის    კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ    ვადაში    გადაუხდელობის     შემთხვევაში,     კომისია    იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

22. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები;

23      გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      ქ.თბილისის      საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) ერთი  თვის ვადაში;

24. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ლ.ბერიძე);

25. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.

26. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

27. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები