შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შპს „ჯენერის“ კუთვნილი 13%-იანი წილის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2022 16:04
მიღების თარიღი მარტი 24, 2022
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შპს „ჯენერის“ კუთვნილი 13%-იანი წილის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 15 მარტს №2.3/81/ნშმთ განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/1131 15.03.2022), შპს „ჯენერის“ (094073526) გარიცხვის შედეგად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ 204876081) საწესდებო კაპიტალში, წილის 100%-ის მესაკუთრედ შპს სისტემ ნეტის (ს/კ 205267423) გახდომის თაობაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2022 წლის 15 მარტს №2.3/81/ნშმთ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/1131 15.03.2022) წარმოდგენილია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ:
ინფორმაცია „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით;
ინფორმაცია 2021 წელს 12 თვის მანძილზე „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მიღებული შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;
ინფორმაცია წილის შემძენი პირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „სისტემ ნეტ“ 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
სხვა
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დამფუძნებლები და წარმომადგენლები არიან:
|
დამფუძნებელი / წარმომადგენელი |
წილი (%) |
|
შპს სისტემ ნეტ (205267423) |
87% |
|
შპს ჯენერი (094073526) |
13% |
|
ფ. პ. ნანა შარაშენიძე (35001017091) |
დირექტორი |
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დამფუძნებელი შპს „ჯენერი“ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, ასევე კომპანიის დირექტორი ფიზიკური პირი ნანა შარაშენიძე არც სხვა ავტორიზებულ პირებში ფლობს წილებს და არც სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენელია, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, ხოლო კომპანიის წილის 87%-ის მფლობელი შპს „სისტემ ნეტ“ ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „ახალ ქსელებში“ 10%-ს და ავტორიზებულ პირ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტში“ 50%-ს, შესაბამისად საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „სისტემ ნეტ“, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.
შპს „სისტემ ნეტის“ პარტნიორები (დამფუძნებლები) და წარმომადგენლები არიან:
|
დამფუძნებელი / წარმომადგენელი |
წილი (%) |
|
ფ/პ ავთანდილ იაშვილი (01002004622) |
29.349% |
|
ფ/პ ილია ინჯია (01007000232) |
24.709% |
|
ფ/პ ფრიდონ ინჯია (01007000616) |
15.318% |
|
ფ/პ ნაირა კვესელავა (01013008190) |
7.781% |
|
ფ/პ ხათუნა ინჯია (01007005738) |
5.714% |
|
ფ/პ თეიმურაზ ბერიშვილი (01026001596) |
4.183% |
|
ფ/პ ლალი რუხაია (01007002598) |
4.149% |
|
ფ/პ ლილი სუხიტაშვილი (01017003643) |
2.091% |
|
ფ/პ გიორგი იაშვილი (0563578047) |
2.028% |
|
ფ/პ კოტე სამუშია (01017003792) |
1.699% |
|
ფ/პ ჯამბულ გეგეჭკორი (01017000485) |
1.171% |
|
ფ/პ ნოდარ გაბედავა (062001023917) |
1.038% |
|
ფ/პ დავით დურგლიშვილი (01001046602) |
0.648% |
|
ფ/პ ქეთევან ასიტაშვილი (01035000176) |
0.064% |
|
ფ/პ სერგო ჩიკვილაძე (01017008377) |
0.042% |
|
ფ/პ თამარ ჩხაიძე (01017035001) |
0.016% |
|
ფ/პ ილია ინჯია (01007000232) |
დირექტორი |
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სისტემ ნეტის“ დამფუძნებელი ფიზიკური პირები თამარ ჩხაიძე, სერგო ჩიკვილაძე, ქეთევან ასიტაშილი, დავით დურგლიშვილი, ნოდარ გაბედავა, ჯამბულ გეგეჭკორი, გიორგი იაშვილი, თეიმურაზ ბერიშვილი და ხათუნა ინჯია, ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირები კოტე სამუშია, ლალი რუხაია, ლილი სუხიტაშილი, ნაირა კვესელავა, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ იაშვილი და ილია ინჯია ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში ავტორიზებულ შემდეგ პირებში:
|
ფიზიკური პირი |
ავტორიზებული პირი (ს/კ) |
წილი |
|
ავთანდილ იაშვილი |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
29.35% |
|
შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732) |
33.18% |
|
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330) |
14.30% |
|
|
ილია ინჯია |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
24.71% |
|
შპს ევრიკა ტელერადიოკომპანია (ს/კ 203844723) |
100% |
|
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330) |
3% |
|
|
ფრიდონ ინჯია |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
15.32% |
|
შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732) |
46.24% |
|
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330) |
22.30% |
|
|
ნაირა კვესელავა |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
7.78% |
|
შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732) |
1.60% |
|
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330) |
1.40% |
|
|
ლილი სუხიტაშვილი |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
2.09% |
|
შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732) |
4.16% |
|
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330) |
3.40% |
|
|
კოტე სამუშია |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
1.699% |
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი |
5% |
|
|
ლალი რუხაია |
შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423) |
4.149% |
|
შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732) |
46.24% |
თავის მხრივ შპს „სისტემ ნეტ“ ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „ახალ ქსელებში“ კომპანიის წილის 10%-ს, ავტორიზებულ პირ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტში“ კომპანიის წილის 50%-ს და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ავტორიზებულ პირ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში“ კომპანიის წილის 87%-ს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „სისტემ ნეტ“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ- ფოპტნეტი“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.
|
ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები |
|
შპს „სისტემ ნეტ“ |
|
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ |
|
შპს „ახალი ქსელები“ |
|
შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“ |
|
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ |
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2022 წლის 15 მარტის №2.3/81/ნშმთ განცხადების თანახმად, შპს ,,სისტემ ნეტს“ განზრახული აქვს შპს „ჯენერის“ (094073526) გარიცხვის შედეგად, შეიძინოს შპს ,,ჯენერის“ საკუთრებაში არსებული შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილი 13%-ის ოდენობით, რის შემდეგაც შპს „სისტემ ნეტ“ გახდება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო სატელეფონო მომსახურებას ქალაქ რუსთავში, ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებასა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას გარდაბნის რაიონსა და ქალაქ რუსთავში.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოსავლებმა აღნიშნული საცალო მომსახურებებიდან 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით ჯამურად შეადგინა 5,361,552.39 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან შეადგინა 8,129 (ქალაქ რუსთავის ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურების აბონენტების 80.69%), ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 14,408 აბონენტი (გარდაბნის რაიონისა და ქალაქ რუსთავის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 6.11% და 36.05% შესაბამისად) და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან - 10,768 აბონენტი (გარდაბნის რაიონისა და ქალაქ რუსთავის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების 2.71% და 32.14% შესაბამისად).
|
საცალო მომსახურება |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
(%) |
აბონენტების რაოდენობა |
(%) |
|
ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურება (რუსთავი)1 |
447,305 |
76.82% |
8,129 |
80.69% |
|
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება (რუსთავი) |
2,782,207 |
32.81% |
13,474 |
36.05% |
|
მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება(რუსთავი) |
1,355,257 |
22.04% |
10,577 |
32.14% |
1 აღნიშნული კატეგორია მოიცავს მხოლოდ სააბონენტო გადასახდელიდან მიღებულ შემოსავალს.
|
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება (გარდაბნის რაიონი) |
273,873 |
5.65% |
934 |
6.11% |
|
მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება (გარდაბნის რაიონი) |
57,537 |
3.19% |
191 |
2.71% |
|
სულ |
4,916,179 |
|
||
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს ასევე საბითუმო სეგმენტზე მომსახურებების მიწოდებას, კერძოდ: ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარის მომსახურებას, საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას და საბითუმო ხმოვან მომსახურებას (ურთიერთჩართვა რეზიდენტ და არარეზიდენტ ოპერატორებთან, ტრანზიტი და სხვა) და აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენს 169,979.58 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 3.17 %-ს შეადგენს.
|
საბითუმო მომსახურება2 |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
(%) |
|
საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა |
8,050.00 |
0.15% |
|
საბითუმო ხმოვანი მომსახურება |
86,762.65 |
1.62% |
|
ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა |
75,166.93 |
1.40% |
|
სულ |
169,979.58 |
3.17% |
აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ განსაზღვრული არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად კომუნიკაციების კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებების თანახმად: 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება N620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ და 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.
2 საცალო და საბითუმო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლების ჯამი, არ წარმოადგენს შპს ,,საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მიღებული ჯამური შემოსავლის შესადარის რიცხვს იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ცხრილებში ნაჩვენები ჯამური შემოსავალი არ მოიცავს ,,სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურების“ კატეგორიას და „ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურების“ და ,,მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების“ კატეგორიები მოიცავენ მხოლოდ სააბონენტო გადასახადიდან მიღებულ შემოსავლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებების (N428/9, N620/9, N345/22 და N671/9) თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ განსაზღვრული არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ქ. რუსთავში მომსახურების ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე: ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზარზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე და გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზარზე, ხოლო საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად განსაზღვრულია მთელ საქართველოში და აღნიშნულ ბაზრებზე დაეკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 33- ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული შემდეგი ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოსავლები რეგულირებას დაქვემდებარებულ მომსახურების ბაზრებიდან 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგენს კომპანიის მთლიანი შემოსავლების 1,02%-ზე ნაკლებს.
შპს „სისტემ ნეტ“ ახორციელებს სატელეკომუნიკაციო საბითუმო და საცალო მომსახურებას, კერძოდ: საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას (ლოკალური და გლობალური ინტერნეტი, გაფართოებული ურთიერთჩართვა), საბითუმო ხმოვან მომსახურებას (ურთიერთჩართვა რეზიდენტ და არარეზიდენტ ოპერატორებთან, ტრანზიტი და სხვა), ფიქსირებულ საცალო (სადენიანი და უსადენო) ინტერენეტ მოსმახურებას, ჰოსტინგს და სხვას.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ ნეტის“ შემოსავლები აღნიშნული მომსახურებებიდან 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენს 7,273,875 ლარს დღგ-ს გარეშე, მათ შორის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ-მომსახურების 107,028 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლების 1.47%-ს შეადგენს, ხოლო აბონენტების რაოდენობა 2022 წლის 28 თებერვლის თვით მდგომარეობით ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებაზე შეადგენს 10-ს, ყველა მათგანი იურიდიული პირი აბონენტია, საიდანაც 5 აბონენტი ზესტაფონის რაიონშია და 5 ქალაქ თბილისში.
|
მომსახურება |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
(%) |
|
ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება |
107,028 |
1.47% |
|
საცალო მომსახურება სხვა |
81,156 |
1.12% |
|
საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება |
4,266,373 |
58.65% |
|
საბითუმო ხმოვანი მომსახურება |
220,455 |
3.03% |
|
სხვა საბითუმო მომსახურება |
1,379,028 |
18.96% |
|
სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება |
1,219,836 |
16.77% |
|
სულ |
7,273,875 |
100% |
|
ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
(%) |
აბონენტების რაოდენობა |
(%) |
|
თბილისი |
104,498.23 |
0.05% |
5 |
0.0011% |
|
ზესტაფონის რაიონი |
2,530 |
0.10% |
5 |
0.05% |
|
სულ |
107,028.23 |
|
10 |
|
კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N 620/19 გადაწყვეტილებების თანახმად, შპს „სისტემ ნეტ“ განსაზღვრულია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, და აღნიშნულ ბაზარზე დაეკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული შემდეგი ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ ნეტის“ შემოსავლები რეგულირებას დაქვემდებარებული ზემოთაღნიშნული ბაზრიდან 2021 წლის იანვრის თვიდან 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით არ უფიქსირდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წესდების მიხედვით შპს ,,სისტემ ნეტს“ აღნიშნული განზრახული ქმედების განხორციელებამდეც, გააჩნია გადაწყვეტილებუნარიანობა, როგორც „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 87% წილის მფლობელს, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმილობის კორპორაციის“ წილის 100%-ის მესაკუთრედ შპს ,,სისტემ ნეტის“ გახდომა ვერ იქონიებს გავლენას აღნიშნული კომპანიების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვებაზე, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებასა ან/და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტრანზაქციის ფარგლებში არ არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული წილის შეძენის გამოკვლევის აუცილებლობის წინაპირობა. შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ შპს ,,ჯენერის“ საკუთრებაში არსებული „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 13%-ის შეძენასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლების მიზნებისთვის წილის/აქციის შეძენა გულისხმობს წილის/აქციის მფლობელობის ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით ცვლილებას, რომლის შედეგადაც პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ავტორიზებული პირის წილის/აქციების 5 ან მეტი პროცენტი აღმოჩნდება. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლების მიზნებისთვის სწავლობს წილის/აქციის ცვლილების გავლენას ბაზარზე/ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის დადგენის მიზნით, მიუხედავად წილის/აქციის ცვლილების სამართლებრივი ფორმისა. კომისია არ გასცემს თანხმობას წილის/აქციის შეძენის კონკრეტულ სამართლებრივ ფორმასთან მიმართებით და არ მსჯელობს შეძენის ფორმის მართლზომიერებაზე, არამედ აკეთებს შეფასებას კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის კუთხით.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტორიზებული პირის მიერ მოხდეს ხელახალი თანხმობის მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ქალბატონმა ხათუნა ინჯიამ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გათვალისწინებული პარტნიორის გარიცხვის პროცედურიდან გამომდინარე, აღნიშნული განზრახვის განხორციელება შესაძლოა ვერ მოესწროს 6 (ექვსი) თვის ვადაში, რის გამოც ითხოვა ამ ვადის გაზრდა 1 (ერთი) წლამდე. კომუნიკაციების კომისიამ სხდომაზევე იმსჯელა აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია გამონაკლისის სახით შპს ,,ჯენერის“ საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 13%-ის შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე გაცემული თანხმობის ვადად განისაზღვროს 1 (ერთი) წელი. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მხრიდან სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს ,,ჯენერის“ საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 13%-ის შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე;
2. განემარტოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
