წვდომის მენიუ

შპს „ეკლეკტიკის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი მირიანაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 205

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2022 12:37

მიღების თარიღი მაისი 05, 2022

შპს „ეკლეკტიკის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი მირიანაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 21 აპრილს განცხადებით მიმართა შპს „ეკლეკტიკმა“ (ს/კ 404556814)  (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-22-6/1590  21.04.2022),  კომპანიის  წილის 100%-ის  ფიზიკური  პირის  გიორგი მირიანაშვილის  (პ/ნ  01008004892)  მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეკლეკტიკ“ 2022 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

როუმინგული კავშირით  მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ეკლეკტიკს“ დღევანდელი მდგომარეობით შემოსავლები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან არ უფიქსირდება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ეკლეკტიკის“ ერთადერთი პარტნიორი, წილის 100%-ის მფლობელი არის ფიზიკური პირი ეკა ბოკუჩავა (პ/ნ 01018000535), ხოლო კომპანიის დირექტორი არის ფიზიკური პირი  გიორგი მირიანაშვილი (პ/ნ 01008004892).

შპს „ეკლეკტიკის“ 2022 წლის 21 აპრილის განცხადების თანახმად, კომპანიის ერთპიროვნულ პარტნიორს, ეკა ბოკუჩავას განზრახული აქვს სრულად გაყიდოს კუთვნილი შპს „ეკლეკტიკის“ წილი და მიყიდოს კომპანიის დირექტორს გიორგი მირიანაშვილს,  რის  შემდეგაც  ფიზიკური  პირი  გიორგი მირიანაშვილი  გახდება  შპს „ეკლეკტიკის“ 100% წილის მფლობელი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ეკლეკტიკ“, მისი პარტნიორი ფიზიკური პირი ეკა ბოკუჩავა და კომპანიის დირექტორი გიორგი მირიანაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის გიორგი მირიანაშვილის მიერ ფიზიკური პირის ეკა ბოკუჩავას კუთვნილი შპს „ეკლეკტიკის“ წილის 100%-ის შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ეკლეკტიკისათვის“ წილის 100%-ის  ფიზიკურ  პირ  გიორგი  მირიანაშვილის  მიერ  შეძენაზე  თანხმობის  მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად   შეიძლება   შეიცვალოს   ბაზრის   კონიუნქტურა,   ავტორიზებული  პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე,  26-ე  და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ეკლეკტიკს“, შპს „ეკლეკტიკის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი მირიანაშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ეკლეკტიკს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეკლეკტიკ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ეკლეკტიკ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეკლეკტიკისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეკლეკტიკისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ეკლეკტიკისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები