შპს „იმპულსის“ წილის 100%-ის შპს „Georgianairlink”-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2022 13:05
მიღების თარიღი მაისი 19, 2022
შპს „იმპულსის“ წილის 100%-ის შპს „Georgianairlink”-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2022 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა შპს „იმპულსმა“ (ს/კ 400024978) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1909 13.05.2022), კომპანიის წილის 100%-ის შპს „Georgianairlink”-ის (ს/კ 400081754) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ტრანზაქციაში მონაწილე პირები შპს „იმპულსი“ და შპს „Georgianairlink” წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „იმპულსს“ 2011 წლის 4 აგვისტოდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს „Georgianairlink” 2013 წლის 19 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
შპს „იმპულსის“ დირექტორი და კომპანიის წილის 34%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ამირან ბაკურაძე (პ/ნ 01022008665), კომპანიის წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ზაზა ბოგვერაძე (პ/ნ 01021004048), ხოლო დარჩენილი 33%-იანი წილის მფლობელია დავით ჯოჯუა (პ/ნ 01001036708).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „იმპულსი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, თუმცა მისი ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირები ზაზა ბოგვერაძე და დავით ჯოჯუა ფლობენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „აირმაქსის“ (ს/კ 400034645) წილის 26,5%-ს (თითოელი), თავის მხრივ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „აირმაქსი“ ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებულია) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემდეგ ავტორიზებულ პირებთან: შპს „სვირინეტი“ (ს/კ 430031583), შპს „სვირინეტ+“ (ს/კ 430040443), შპს „ტივიჯი“ (ს/კ 430035721), შპს „ორდუნეტ“ (ს/კ 419984869), შპს „ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“ (ს/კ 438724490), შპს „დუბლლაინი“ (ს/კ 438727031), შპს „ინტელკომ ჯგუფი“ (ს/კ 202441189), შპს „აილინკ“ (ს/კ 434162327), შპს „ორდუგე“ (ს/კ 400188747), შპს „გეოკოინ“ (ს/კ 420004658), შპს „აიროპტ“ (ს/კ 420003267) და ი/მ თორნიკე ანთია (ს/კ 51001001580) (სქემა N1).
სქემა N1 / შპს „იმპულსის“ აფილირების სქემა
შპს „Georgianairlink”-ის ერთადერთი პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელი არის ფიზიკური პირი კარენ დარბინიანი (პ/ნ 01019037319), ხოლო კომპანიის დირექტორი არის ფიზიკური პირი ანზორ დარბინიანი (პ/ნ 01022010243).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „Georgianairlink” და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი კარენ დარბინიანი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან შპს „ნეტკომთან“ (ს/კ 423352712) და შპს „ნეტკომთან“ (ს/კ 736683144) შემდეგი სქემის მიხედვით:
სქემა N2 / შპს „Georgianairlink”-ის აფილირება

შპს „იმპულსის“ 2022 წლის 13 მაისის განცხადების თანახმად, შპს „Georgianairlink”-ს განზრახული აქვს კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ამირან ბაკურაძის (34%), ზაზა ბოგვერაძისა (33%) და დავით ჯოჯუას (33%) კუთვნილი კომპანიის 100%-იანი წილის შეძენა, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „იმპულსი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) გახდება მხოლოდ შპს „Georgianairlink”-თან და მასთან აფილირებულ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან შპს „ნეტკომთან“ (ს/კ 423352712) და შპს „ნეტკომთან“ (ს/კ 736683144) შემდეგი სქემით მიხედვით:
სქემა N3 / შპს „იმპულსის“ აფილირება ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე განხილული ტრანზაქციის ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენის შესაფასებლად წარმოგიდგენთ მხოლოდ შპს „იმპულსის“, შპს „Georgianairlink”-ის და მასთან აფილირებული კომპანიების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ინფორმაციას აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების შესახებ.
შპს „იმპულსი“, შპს „Georgianairlink” და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიისა და ოპტიკური ქსელის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებას ოპტიკური IPTV ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად:
შპს „იმპულსის“, შპს „Georgianairlink”-ის და მასთან აფილირებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წელს (სრულად) და 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიების მიხედვით შეადგინა:
შპს „იმპულსი“, შპს „Georgianairlink” და მასთან აფილირებული, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით შეადგინა:
რეგიონების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის რეგიონში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შემდეგია:

შპს „Georgianairlink”-ის მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქ. თბილისში 2021 წელს და 2022 წლის პირველ კვარტალში, ასევე, აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შესაბამისი ბაზრის წილის მაჩვენებლით შეადგინა:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „იმპულსის“ წილის 100%-ის შპს „Georgianairlink” მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „იმპულსის“ წილის 100%-ის შპს „Georgianairlink” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „იმპულსს“, შპს „იმპულსის“ წილის 100%-ის შპს „Georgianairlink” მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „იმპულსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „იმპულსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „იმპულსი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმპულსისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმპულსისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „იმპულსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
