შპს „ინექსფონის“ წილის შპს „სოულ პარტნერსისა“ და შპს „მოვ რისერჩის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2022 13:24
მიღების თარიღი მაისი 24, 2022
შპს „ინექსფონის“ წილის შპს „სოულ პარტნერსისა“ და შპს „მოვ რისერჩის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
შპს „ინექსფონმა“ (ს/კ 204545000) 2022 წლის 20 მაისის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1999 20.05.2022), რომელიც კომპანიამ დააზუსტა 24 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2033 24.05.2022), მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) კომპანიის წილის 25%-ის შპს „სოულ პარტნერსისა“ (ს/კ 405535087) და წილის 20%-ის შპს „მოვ რისერჩის“ (ს/კ 404592133) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
შპს „ინექსფონი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო სატელეფონო მომსახურებას
VoIP ტექნოლოგიით ძირითადად ქ. თბილისში.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წელს შეადგინა 1,043,310 ლარი (დღგ-ს გარეშე), 2022 წლის პირველ კვარტალში - 224,760 ლარი (დღგ-ს გარეშე) (ქ. თბილისის ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 4.31%), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის ბოლოს შეადგინა 9,418 აბონენტი, 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 9,148 აბონენტი (ქ. თბილისის ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურების აბონენტების 3.96%).
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B220 45981,14/04/2022 17:59:56) შპს „ინექსფონის“ (ს/კ 204545000) პარტნიორები არიან:წილის 70%-ის მფლობელი - შპს „გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი“ (ს/კ 205022278) წილის 15%-ის მფლობელი - შპს „ქეთევან ქართველიშვილი“ (ს/კ 405493381) წილის 15%-ის მფლობელი - შპს „კეიჯი“ (ს/კ 402090018) კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა ფიზიკური პირი გიორგი სურგულაძე (პ/ნ 01026005904), ხოლო წევრები არიან ფიზიკური პირები გიორგი გულუა (პ/ნ 01031000784) და ქეთევან ქართველიშვილი (პ/ნ 01025016519).
შპს „ინექსფონის“ 2022 წლის 20 მაისის განცხადებისა და 24 მაისს მისი დაზუსტების თანახმად, კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს შპს „გაერთიანებულ საფინანსო ჯგუფს“ განზრახული აქვს თავისი კუთვნილი შპს „ინექსფონის“ წილის 45%-ის ნასყიდობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემა, კერძოდ შპს „სოულ პარტნერსზე“ 25%- ის და შპს „მოვ რისერჩზე“ 20%-ის.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად: (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22063489, 24/05/2022 14:22:07) შპს „სოულ პარტნერსის“ (ს/კ 405535087) 80%-იანი წილის მფლობელი პატრნიორია შპს „სოულ პარტნერშიპი“ (ს/კ 405478166), 20%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი მარიამ კაკაბაძე (პ/ნ 01008047999), ხოლო დირექტორი არის ფიზიკური პირი რატი ახვლედიანი (პ/ნ 01024074068), თავის მხრივ (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21083944, 19/08/2021 12:33:16) შპს „სოულ პარტნერშიპის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორიც არის ფიზიკური პირი რატი ახვლედიანი.
(განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21115967, 18/11/2021 14:42:21) შპს „მოვ რისერჩის“ (ს/კ 404592133) 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და ერთ-ერთი დირექტორი არის ფიზიკური პირი მარია გიუაშვილი ასლანიდი (პ/ნ 01017022286), ხოლო მეორე დირექტორია ფიზიკური პირი ნიკოლოზ მაჭავარიანი (პ/ნ 01017042895) კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ინექსფონი“, მისი პარტნიორები და წარმომადგენლები, მისი წილის 45%-ის პოტენციური მყიდველები, შპს „სოულ პარტნერს“ და შპს „მოვ რისერჩ“, მათი პარტნიორები და მათი წარმომადგენლები, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ინექსფონისთვის“ წილის 25%-ის შპს „სოულ პარტნერსისა“ და წილის 20%-ის შპს „მოვ რისერჩის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ინექსფონს“, შპს „ინექსფონის“ წილის 25%-ის შპს „სოულ პარტნერსისა“ და წილის 20%-ის შპს „მოვ რისერჩის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ინექსფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ინექსფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ინექსფონი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ინექსფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
